ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

გიორგი ბერიძე "დოჟა უიპეშტში" ბრუნდება

AutoSharing Option
23 წლის ნახევარმცველი გიორგი ბერიძე უნგრეთის "დოჟა უიპეშტში" დაბრუნდება, - ამ ინფორმაციას csakfoci.hu ავრცელებს.

ბერიძე გასულ სეზონში "გენტიდან" "ლოკერენში" იჯარის წესით თამაშობდა, თან კარგადაც, მაგრამ ეს კლუბი გაკოტრდა და ჩვენებური ბუდაპეშტურ გუნდში გააგრძელებს კარიერას, რომლის ღირსებასაც 2018/19 წლების სეზონში იცავდა და 27 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

გამოცემის ცნობით, "დოჟა უიპეშტმა" უკანასკნელ კვირაში თავისუფალ აგენტად მყოფი 3 მცველი დაიმატა. ბერიძემ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ტრანსფერს ამ დღეებში ოფიციალურად გამოაცხადებენ.

ეს გუნდი 5 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე 7 ქულით მე-6 ადგილზეა და
4 ოქტომბერს სტუმრად ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარს" შეხვდება.