ჩაკვეტაძის გარეშე "გენტი" დამარცხდა - დვალის "ფერენცვაროში" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის სამი განმეორებითი მატჩი გაიმართა.

გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო ვერ ითამაშა კიევში "დინამოსთან", მისი გუნდი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, კვლავ დამარცხდა, ამჯერად 0:3 და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა აუხდენელ ოცნებად დარჩა, თუმცა ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ კვლავ არ შეიყვანა განაცხადში გიორგი წიტაიშვილი, რომელიც გუნდის თავკაცად მის დანიშვნას აღფრთოვანებული შეხვდა.

ლუჩესკუს "დინამოს" მწვრთნელად დანიშვნა გულშემატკივრებს დიდად კი არ ეამათ, მაგრამ რუმინელმა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. სხვათა შორის, 75 წლის ლუჩესკუ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი
იქნება.

ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" სტუმრად ნათამაშები ფრის (3:3) შემდეგ ნორვეგიულ "მოლდეს" ბუდაპეშტში უგოლო ფრე გაუგორა და სტუმრად გატანილი მეტი გოლის წესით ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.

დვალმა მორიგი ტრავმა მოირჩინა და სათადარიგო იყო.

"ოლიმპიაკოსს" პირეოსში 2:0 ჰყავდა დამარცხებული კვიპროსის "ომონია", ხოლო ნიქოზიაში შეხვედრა 0:0 დასრულდა და ბერძნულმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში იმარჯვა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხო გაასხვისეს ქვილითაია ამ იდიოტებმა ეხლა ხო ნანობენ :)
გიორგი
30 სექტემბერი 2020 12:02
0
რაო წიტაიშვილო მოგისროლეს ?
gabo
30 სექტემბერი 2020 11:13
0
ჯერ იყო და ჯიქიამ რუსეთის ნაკრები მინდაო მსოფლიოს ვითამაშებო მაგრამ ფეხი მოიტეხა ზედ მსოფლიოს დაწყების დროს და ვერ ითამაშა აი ნახავ ცოტახანში რუსეთსაც ჩავიხევთ და უკრაინასაც
გიორგი
30 სექტემბერი 2020 17:49
0
დაცვა მაგათ უნდა ინატრონ.კურიოზია მთლიანად.
სოსო
30 სექტემბერი 2020 09:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული