საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა რუსულმა გამოცემამ, Championat-მა ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა და პარალელურად, ქართველი ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის.
"ყაზანელებმა ისევ მოიგეს, ხვიჩა კვარაცხელიამ კი დრიბლინგის საშუალებით უამრავი სახიფათო მომენტი შექმნა", - წერია ქართველის აღწერაში, რომელსაც ცნობილი რუსი სპეციალისტი ვალერი გაზაევი ქმნის.
ამას გარდა, რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალურმა გვერდმა "ტვიტერში" გამოაქვეყნა 5 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძოლებენ და მათ შორის ხვიჩაც არის.