ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ

AutoSharing Option
"გენტის" 21 წლის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს ბელარუსთან დაეხმარება, ამის შესახებ Sportall.ge-ს ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა ლაშა ჯაკობიამ მიაწოდა.

როგორც მან გვითხრა, ჩვენებურმა დღეს ფეხზე სურათი გადაიღო, სადაც გამოჩნდა, რომ ყველაფერი კარგადაა. უფრო მეტიც, გიორგი გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ხვალ "გენტის" განაცხადშიც იქნება, სადაც მისი გუნდი "ბრიუგეს" შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ტრავმა 15 სექტემბერს ვენის "რაპიდთან" დაპირისპირებაში მიიღო, რის გამოც 59-ე წუთზე შეცვალეს.

რაც შეეხება საქართველოსა და ბელარუსიის ნაკრების მატჩს, ის 8 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ცუდია ეს თამაშები რო გაუცდა ძაან ცუდია. ცოტა შევიდოდა ფორმაში. ახლა არ დააყენებს ძირითადში ვაისი. ვაკო კიტესა არიან და არ დააყენებს. უკან კვეკვეს დატოვებს. მაგრამ მიდი გიო. დადექი ჯანზე მომავალი წინაა შენი
ზაზა ნ
04 ოქტომბერი 2020 05:52
0
ქეცბაიას და ანორთოსისის წევრებს რატომ ახსენებთ ირონიულად?
bondo
04 ოქტომბერი 2020 00:12
0
დავაი გიო, როგორც თევზს წყალი ისე სჭირდები 8-ში ჩვენს ნაკრებს! კვარა-ჩაკვე-კიტე ეს სამი კაცი გადაწყვეტს თამაშის ბედს. დასქრინეთ ეს კომენტარი და შეინახეთ.
dzeke
03 ოქტომბერი 2020 18:34
0
არ ხართ თქვენ ფეხბურთის გაგებაში,შენგელია გავიწყდებათ,მარჯვენა ფლანგი მისია
ბაჩი
04 ოქტომბერი 2020 14:38
0
კიტეო ისე იკითხე ეგრევე გაიშიფრე. კიტეზე ძლიაერი და სტაბილური ფეხმურთელი ნაკრებში არ გვყავს ჯერ-ჯერობით. იმედია კვარაცხელიაც ესეთივე სტაბილური გახდება ცოტახანში.შტურმის ლიდერი და ვიცე კაპიტანია ბიჭი.2 წელიწადში,ძალიან მალე უფრო ძლიაერ კლუბშიც გადავა,არ გამოვრიცხავ გერმანიის ბუნდესლიგას.
:-)
04 ოქტომბერი 2020 05:15
0
ყველა გამოხმაურება
მთავარია ამას ანანიძესავით არ მოუვიდეს, პერსპექტიული ნიჭიერი ბიჭი ყოველ მეორე თამაშში რო იტრავმებოდა სერიოზულად ტრავმის მერე... ყველამ ჩვენი წილი მაგია ჩავრთოთ რო იგივე არ დაემართოს... :-/
რა მაფიაა?
03 ოქტომბერი 2020 16:38
11
რაც მალე გადავა სხვა გუნდში მით უკეთესი იქნება
ალეკო
03 ოქტომბერი 2020 14:49
1
ჯერ თამაში დაიწყოს სტაბილურად და გადასვლაზე მერე ვიფიქროთ.
hhh
03 ოქტომბერი 2020 16:50
0
ბაზარი არაა მაგრამ, თამაში თუ არ დაიწყო სად წავიდეს ქეცბასთან ანორთოსისში?
*
03 ოქტომბერი 2020 16:49
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული