ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა თურქულმა გრანდმა გადაწყვიტა

AutoSharing Option
Metaratings-ის ცნობით, "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით "გალათასარაი" დაინტერესდა.

ხვიჩას ტრანსფერის განხორციელების ინიციატორი გუნდის მწვრთნელი ფათიხ თერიმია. სტამბოლური კლუბი მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება.

კვარაცხელიას ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული,  Transfermarkt-ის მიხედვით მისი სატრანსფერო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა, თუმცა ცხადია, ამ ფასად ვერ შეელევიან.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე მან კლუბში 9 მატჩში 1 გოლი გაიტანა, 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და 3 პენალტი მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ