ხვიჩამ "ახმატს" ზღაპრული გოლი გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა გოლი "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ.

"რუბინი" პრემიერლიგის მეათე ტურში ყაზანში "ახმატს" დაუზავდა - 1:1.

ანგარიში 53-ე წუთზე კვარაცხელიამ გახსნა. მან მოედნის ცენტრში მეტოქეს ბურთი აართვა, საოცარი სისწრაფით მეორე მოწინააღმდეგეს გასცდა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლიც გაიტანა.

სულ საყვედურობდნენ, გოლი ვერ გააქვსო და ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა - მის ანგარიშზე 10 მატჩში 2 გოლი, 4 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.

68-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა "რუბინის" ნახევარმცველი დარკო იევტიჩი, ხოლო
მე-80 წუთზე ყაზანელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გიორგი მელქაძემ გამოიყენა.

"რუბინი" 15 ქულით მერვე ადგილზეა და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 18 ოქტომბერს სტუმრად "კრასნოდარს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 64 /
ეს ახლა დინამოში უნდა იყოს, ჩაკვეტაძეც, კაკაბაძეც, ლობჟანიძეც, დავითაშვილიც და დინამოს აღზრდილი სხვა ნიჭიერი ბიჭებიც + რამდენიმე ლეგიონერი და ჩათვალეთ რომ ლიგაზე გავიდოდით!!! ფიფია შენი ვერაფერი გავიგე!!!
ლადო
07 ოქტომბერი 2020 14:58
1
როგორ შეიძლება ჟურნალისტებს დააბრალო ქართულ ფეხბურთში არსებული მძიმე მდგომარეობა, მაგრამ ძალიან დაბალი დონის ჟურნალისტები რომ გვყავს ფაქტია.

ზღაპრული გოლი იცით თქვენ რა არის? ზიდანმა რომ გაუტანა ლევერკუზენს, რონალდიონიომ ჩელსის და ა.შ. ჩვეულებრივი გოლია, რომელიც ხვიჩას სისწრაფეს, კოზირებს გვაჩვენებს. სასიხარულოა ეს გოლი და ყველას გვიხარია. მაგრამ აი ზღაპრული ნამდვილად არ არის. ისედაც ქართველ ფეხბურთელებს თავში უვარდებთ ყველაფერი და თქვენი აი ეს იდიოტიზმი უნდა კიდე ამათ? ცოტა ადეკვატურები და ობიექტურები იყავით. სირცხვილია. ხვიჩას გოლი ყველას უხარია და ისედაც შემოვიდოდა აქ ამდენი ადამიანი, მაგრამ ეს რასაც თქვენ აკეთებთ არის სირცხვილი. პლიუს ამ საიტზე შემოსვლა მეზარება, სხვაგან შევდივარ. ყველა გვერდზე გადასვლსას საზიზღარი რეკლამა, რომელოც არასდროს გშორდება. სამარცხვინოები ხართ, სტატიის ავტორიან საიტის ადმინისტრაციიანად. ხვიჩას კი, ჩვენს ოქროს ბიჭს, წარმატებები
თემო
05 ოქტომბერი 2020 17:08
21
ზღაპრული არა ფანტასტიკური კიდევ... ერთი ჩვეულებრივი გოლი იყო, მასე ყოველდღე გააქვთ ევროპაში, ყოველ თამაშზე... აააუუუფფ!! გოიმებივით არ ავარდნენ სიმონ!!!
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
05 ოქტომბერი 2020 16:00
46
ბიჭო შენ კი არა ჩვენც ვიცით რომ გადის მასეთი გოლები ვადევნებთ თვალს აქ საუბარია ქართული ფეხბურთის მდგომარეობაზე სულ უკან პასები და რავი ასე რომ დიახ ფანტასტიკურია კვარა
ავჭალიდან
05 ოქტომბერი 2020 17:17
1
ხო, მაგრად გაუმართლა, რომ ბურთი მეკარეს არ მოხვდა, დანარჩენი რა იყო სასწაული, სირბილი? ისე კაი ხანია ეგრე აჩქარებით არცერთ ქართვველს არ ურბენია...
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
05 ოქტომბერი 2020 15:55
15
რასაც ახლა ვარჯიშობ და შრომობ ყოველდღიურად უნდა გააორმაგო და გაასამმაგო შრომა და იდეალური ფეხბურთელი დადგები , შენი იმედი გვაქვს ყველას და არამარტო შენი ნაკრების თითოეული წევრის , ევროპის ჩემპიონატი გვწყურია აბა თქვენიცით ლაღად გადით და გვასიამოვნეთ სანახაობით !!
ქართველა
05 ოქტომბერი 2020 13:17
0
საოცარი არა.....შემთხვევითი უფრო იყო,თუ არა და რამდენი მაღალი კლასის მცველი დაკარგავს ბურთს ცენტრში,დანარჩენი რა იყო სასწაული? სისწრაფეზე გაიგდო ბურთი და შეასრულა,სულ ეგ იყო.ისე სულ რამდენიმე წლის წინ იგივე სადღეგძელოებს წერდით ჩაკვეზე,ხან რეალში უშვებდით,ხანაც ბაიერნში,დღეს კი გენტის შემადგენლოდაშიც ვერ ხვდება ყოველთვის.ასე რომ კვარას ჯერ კიდევ ბევრი უკლია მსოფლიო დონის ვასკვლავამდე თუ ოდესმე საერთოდ გახდება,თორემ რა დონის გუნდებიცაა ახმატი და როტორი ჩემზე უკვეთ მოგეხსენებათ,თუნდაც დინამო მოსკოვის მაგალითზე,რომელსაც თბილისის ლოკომ პირწმინდათ მოუგო.
me
05 ოქტომბერი 2020 12:36
48
შენებ გეგმაში ყავდით თუ გაეხათ
Me-s
05 ოქტომბერი 2020 16:12
3
აღარ უყურო ფეხბურთს, ტანჯვის მეტს არაფერს მოგიტანს. შეადარე ეხლა კვარას გოლი ნებისმიერი ტოპ გუნდის ახალგაზრდებისას, გინდა დორტმუნდის გინდა პსჟ და ბარსელონა, რომლისაზე იყო ნაკლები?!
semi
05 ოქტომბერი 2020 14:48
1
ვაისს გადაეცით მარცხნივ დააყენოს და მეტი არაფერი ახსნაც არ უნდა რა უნდა გააკეთოს
ისევ მარჯვნივ თუ დააყენა მაგარი იქნება))

ოტელო
05 ოქტომბერი 2020 12:00
2
წინ ბელორუსიასთან თამაშია... გამარჯვებისათვის ყურადღებით და ფრთხილად!!!
tngh
05 ოქტომბერი 2020 09:06
2
გთხოვ , დროზე ადრე გაასწარი რუსეთს!

ლორია
კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა ტაბიძე(ნავალა)
კანკავა კიტეიშვილი(კვეკვესკირი)
ოქრი(შენგელია) ყაზაიშვილი(გვილია) ხვიჩა(ჩაკვე)
ქვილითაია(კაჭარავა)
Homerson
05 ოქტომბერი 2020 07:31
14
ვაბშე არ მიტყდება , უბრალოდ მართლა მაინტერესებს - ვინც დისლაიქს დააჭირა , რაში არ მეთანხმებით?
Homerson
06 ოქტომბერი 2020 03:25
0
გთხოვ , დროზე ადრე გაასწარი რუსეთს!

ლორია
კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა ტაბიძე(ნავალა)
კანკავა კიტეიშვილი(კვეკვესკირი)
ოქრი(შენგელია) ყაზაიშვილი(გვილია) ხვიჩა(ჩაკვე)
ქვილითაია(კაჭარავა)
Homerson
05 ოქტომბერი 2020 07:31
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული