ბიჭები თამაშის მუღამზე მოვიდნენ - ნაკრებში გამომგზავრებამდე კიტეიშვილმაც გაიტანა

AutoSharing Option
უმნიშვნელოვანესი სანაკრებო მატჩების წინ გვახარებენ ქართველი ლეგიონერები - გოლი ოთარ კიტეიშვილმაც გაიტანა.

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-4 ტურში მისმა "შტურმმა" გრაცში 4:0 დაამარცხა "ალტახი", ოთარმა გოლი 41-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ანგარიში 2:0 იყო. ის 73-ე წუთზე შეცვალეს.

"შტურმი" 6 ქულით მე-6 ადგილზეა, კიტეიშვილმა კი მიმდინარე ტურნირზე პირველად გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
კიტეიშვილს კიდევ მეტი შეუძლია,რაც დრო გავა ბევრს მოუმატებს,იმსახურებს უკეთეს გუნდში და ჩემპიონატში თამაშს.
ziko
05 ოქტომბერი 2020 13:58
0
მაგარ ხოდზე არიან ბიჭები... სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბები ტრიალებს თამაშის წინ... ყველა ჯანზეა, ყველა ფორმაშია... ასევე ძალიან სახიფათოა რომ არ გადავწყვიტით რო ფორმაში არიან და ვსო რაღა გაგვაჩერებს და არ მოვდუნდეთ... ეს ხოდი გვინდა თამაშზე და რაღაცა გამოვა მგონია...
რა მაფიაა?
05 ოქტომბერი 2020 12:33
1
რა მაგარია კიტეიშვილი რომ დაბრუნდა ნაკრებისთვის ეხლა, წარმატებები!!!
გადასარევი გიორგი
05 ოქტომბერი 2020 02:56
0
მეშინოდა რამე არ მოწეოდათ ბიჭებს.ღვთის წყალობით ჯანმრთელად და ფორმაშიც არიან.ღმერთი ჩვენსკენ იყურება.წარმატებები!!!
ნუკრი
04 ოქტომბერი 2020 21:03
0
კარგია ბიჭები იხოდებიან, ჯაბა, ხვიჩა, კიტე, სამი გოლი ამ კვირაში ხო ოქრი და ქვილოც 5, იმედია კორონა არ დააყენებს დავდაყირა ყველაფერს.
fff
04 ოქტომბერი 2020 20:41
2
კაჭარავამაც შეაგდო
გულშემატკივარი
05 ოქტომბერი 2020 02:28
0
შენგელიამაც ორი მიართვა ბეშიქთაშს
bokinio
04 ოქტომბერი 2020 21:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული