KAZANFIRST: ძუნწი ბრილიანტი ხვიჩა - "რუბინი" ერთი ფეხბურთელის გუნდია?

AutoSharing Option
ყაზანის KAZANFIRST-მა ძალიან საინტერესო სტატია გამოაქვეყნა "რუბინსა" და მის 19 წლის ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომლის შემოკლებულ ვარიანტსაც გთავაზობთ:

ერთი ფეხბურთელის გუნდი?

"მოდით, თავიდანვე ვთქვათ - ეს ძალიან საინტერესო იყო. უკან მოვიტოვეთ 10 ტური და შეგვიძლია კონსტანტირება მოვახდინოთ, რომ "რუბინს" თავისი სახე ჩამოუყალიბდა. ლეონიდ სლუცკი რომან შარონოვის მემკვიდრეობაში გაერკვა და შემტევი სტილის გუნდის მშენებლობას შეუდგა. ისევე, როგორც პრემიერლიგის, ასევე "რუბინის" პრობლემა გადაჭარბებული მოლოდინია.

რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ ხვიჩას ფაქტორს. ახლა აბსოლუტურად ყველას ესმის, ვინაა ამ გუნდში ლიდერი და მთავარი ვარსკვლავი. შესაძლოა,
ვიღაცას ბოლო მომენტამდე სურდა, ყურადღება ინ ბომზე, მაკაროვსა და ბაკაევზე გაემახვილებინა, მაგრამ კვარაცხელია არაჩვეულებრივია. დიახ, მისი მოქმედებები ხშირად დაბოლოების გარეშეა; დიახ, შეიძლება ცოტა ძუნწია და კიდევ მრავალი წვრილი "რაღაცა", თუმცა ის მრავალ "უაუ-ეფექტს" იძლევა, "რუბინზე" ბილეთებს ყიდის და განსხვავებას ქმნის! ეს ქართველი ბიჭუნა უკვე მარტო იგებს მატჩებს და ეს გვაშინებს.

ყოველთვის, როდესაც ხვიჩა ფლანგზე ბურთს იღებს, სტადიონზე აბსოლუტურად ყველა მაყურებელი თავისი ადგილიდან რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში წამოდგება. მისი დრიბლინგი უკვე პრემიერლიგის საფირმო ნიშანია, როგორც ერემენკოს დარტყმები, ფერნანდესის გარღვევები და ბელენოვის მოგერიებული პენალტები. ხვიჩა უბრალოდ ხედავს მიზანს და მისკენ მიისწრაფის - იქ მცველები მხოლოდ "გარნირია". რა თქმა უნდა, მეტოქეები უკვე არჩევენ მის თამაშს და ხაფანგს უგებენ, მაგრამ ის მაინც მოედანზე ყველაზე სახიფათოდ რჩება.

თვით ისეთი ტაქტიკოსი, როგორიც ანდრეი ტალალაევია, მისი მსხვერპლი შეიქნა. "ახმატი" "რუბინთან" შეხვედრისთვის ტაქტიკურად შესანიშნავად მოემზადა. ხვიჩას მონაცვლეობით მეურვეობდნენ, თუმცა მთელი მატჩის განმავლობაში კონცენტრაცია მხოლოდ ერთხელ დაკარგეს, მან კი იმ წუთას დასაჯა! ამჟამად ის გუნდის მთავარი ბრილიანტია და დროა, ხელმძღვანელობა მის მომავალზე დაფიქრდეს".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ესეც ჩვენ ვართ?აღიარებენ თუარა საქართველოს გარეთ?!!
გურჯი
20:46 05-10-2020
0
70-იანებში და 80-იანებში დინამო ერთ ერთი ულამაზეს ფეხბურთის მოთამაშე გუნდი იყო და ყველას თავისის ამპლუა ჰქონდა, ყიფიანს, გუცაევს, შენგელიას, მანუჩარს, ჩივაძეს, დარასელიას მაგრამ მე ამდენი მონდომების და ნიჭის მქონე ფეხბურთელი მის შემდედგ არ მინახია რომელიც, მოედანსაც ხედავს, სისწრაფეც აქვს, ბურთის დაჭერა და მითი თავისუფლად დიდ სისწრაფეზე მოძრაობა შეუძლია, კარგი პასიც იცის და რაც მთავარია დაცვაშიც ჩამოდის და იქაც ეხმარება და ბურთს ბევრჯერ ართმევს. ამ ბიჭს "ტოტალური" ფეხბურთის თამაში შეუძლია და იმედია დროზე ამოყოფს თავს უკეთეს ლიგაში და მე არ ვიძახი გალათასაირაი და თურექის ანდ რომელიმე მეორე ხარისხოვან ლიგაში, სანამ რუსები შურით ფეხს მოტეხავენ! ამერიკიდან რუბინის თამშების ყურება დავიწყე მისი გულისათვის და ძლიერ ვგულშემატკივრობ...
niko
04:59 06-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული