"იყო საბერძნეთის მე-2 ლიგისა და ცეცაძის გუნდის ვარიანტი..." - რატომ არ ჩანს არაბიძე "ნასიონალის" რიგებში და რას აპირებს ფეხბურთელი

AutoSharing Option
22 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, დიდი ალბათობით, "ნასიონალს" დატოვებს. ამის შესახებ Sportall.ge-ს ფეხბურთელის დედამ, ლელა ბრეგვაძემ განუცხადა.

როგორც იცით, პორტუგალიის ჩემპიონატში უკვე 3 ტური ჩატარდა და ჩვენებური გუნდის განაცხადშიც ვერ მოხვდა.

"ჩვენც გვაინტერესებს, რატომ არ ეძლევა გიოს შანსი და ვერ გავიგეთ... მწვრთნელი ეუბნება, რომ ოპერაციის შემდეგ დრო გჭირდებაო, მაგრამ გიორგი უკვე 4 თვეა სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ამ ევროპელებს ვერაფერი გავუგეთ... გია ცეცაძის გუნდში გადასვლის ვარიანტი იყო, მაგრამ "ნასიონალი" "ლვოვს" ვერ შეუთანხმდა...

თვითონ "ნასიონალმა" გიორგის შესთავაზა საბერძნეთის მე-2 ლიგის გუნდში
იჯარით წასვლა, მაგრამ მან უარი განაცხადა.

ჯერ კიდევ არის დრო... სხვადასხვა ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ვარიანტებიც არის, რასაც ჯერ ვერ დავასახელებ", - გვითხრა ლელა ბრეგვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ამას მაინც ვერ გავიგე რა უშლის ხელს სადმე საშუალო დონის ჩემპიონატის საშუალო გუნდში მაინც რომ დამკვიდრდეს. ნიჭი თითქოს აქვს. მე მგონია რომ ან ვარჯიში ეზარება, ან ხასიათი არ უვარგა და ან ორივე ერთად, თუმცა ეს ყველაფერი მაინც მკითხაობაა როცა დანამდვილებით არ იცი მიზეზი. ალბათ ვისაც უვარჯიშებია მწვრთნელს ან ვისთანაც უთამაშია ფეხბურთელებთან, იმათ იციან რა არის მიზეზი რომ ვერსად დალაგდა.
ნიჭი აქვს და რა უშლის ხელს
14 ოქტომბერი 2020 16:17
0
ამბიციები
Fsiuuu
14 ოქტომბერი 2020 16:55
1
ვახ გიო, გიო!!! ძალიან მინდა, რომ ნორმალურ გუნდში გადახვიდე და კარგი ფეხბურთი ითამაშო!!! რომ არ შეგეძლოს ამას არ დავწერდი!!! კარგი ადამიანი ხარ , მახსოვს ტრუსკოვეცში, სასტუმროში მამას როგორ თბილად ელაპარაკებოდი ტელეფონით !!! წარმატებებს გისურვებ!!!
დათო
14 ოქტომბერი 2020 15:55
1
..... ელაარაკებდი ტელეფონით და მეორე დღეს მთელი ,, მალმე'' ათრიე სტადიონზე!!! ,,შახტარის'' დირექტორი სულ შენ სახელს ყვიროდა 90 წთ!!!
დათო
14 ოქტომბერი 2020 19:31
0
...წესით ახლა სკოპიეში უნდა იყო!!! თავი არ დაზოგო და ყველაფერი კარგად იქნება!!! უფალმა ნიჭით დაგაჯილდოვა და გაუფრთხილდი ამ წყალობას!!!
დათო
14 ოქტომბერი 2020 18:04
0
ყველა მწვრთნელი მტყუანი ვერ იქნება, გონებას მოუხმე, მეტი დასაკარგი დრო აღარ დარჩა, 23-ე წელში ხარ უკვე და ვერცერთ კლუბში ფეხი ვერ მოიკიდე!
არ შეიძლება ასეთი ტალანტის გაფლანგვა!
Irakli
14 ოქტომბერი 2020 15:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული