"იყო საბერძნეთის მე-2 ლიგისა და ცეცაძის გუნდის ვარიანტი..." - რატომ არ ჩანს არაბიძე "ნასიონალის" რიგებში და რას აპირებს ფეხბურთელი

AutoSharing Option
22 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე, დიდი ალბათობით, "ნასიონალს" დატოვებს. ამის შესახებ Sportall.ge-ს ფეხბურთელის დედამ, ლელა ბრეგვაძემ განუცხადა.

როგორც იცით, პორტუგალიის ჩემპიონატში უკვე 3 ტური ჩატარდა და ჩვენებური გუნდის განაცხადშიც ვერ მოხვდა.

"ჩვენც გვაინტერესებს, რატომ არ ეძლევა გიოს შანსი და ვერ გავიგეთ... მწვრთნელი ეუბნება, რომ ოპერაციის შემდეგ დრო გჭირდებაო, მაგრამ გიორგი უკვე 4 თვეა სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

ამ ევროპელებს ვერაფერი გავუგეთ... გია ცეცაძის გუნდში გადასვლის ვარიანტი იყო, მაგრამ "ნასიონალი" "ლვოვს" ვერ შეუთანხმდა...

თვითონ "ნასიონალმა" გიორგის შესთავაზა საბერძნეთის მე-2 ლიგის გუნდში
იჯარით წასვლა, მაგრამ მან უარი განაცხადა.

ჯერ კიდევ არის დრო... სხვადასხვა ქვეყანაში სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და ვარიანტებიც არის, რასაც ჯერ ვერ დავასახელებ", - გვითხრა ლელა ბრეგვაძემ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
თავიდან ახალი მესსი იქნება არაბიძეო წერდნენ, მერე მთლად მესსი რომ ვერ გამოდგა ახალი ქინქლაძეაო, ეხლა მგონი ჭიჭვეიშვილის შესადარი გახდა
DD_GGG
18 დეკემბერი 2020 02:19
0
არანაირი მენტალური პრობლემა არ აქვს ამ ბიჭს. მენტალიტეტი, ფედერაციას აქვს გამოსასწორებელი. ბიჭი გლეჯდა ყველაფერს, ჯარიმიდან გოლები გაქონდა, მაგის ბეჭებზე იდგა ორივე ახალგაზრდული, ჩაკვეზე მეტად ჩანდა მაგი, მაშინ ცოტა რომ გამართლებოდათ, ჩეხეთსაც მოუგებდნენ და ფედერაციამ ნაკრებში სკამზე დასვა და უნიჭო ფეხბურთელების თამაშს აყურებინა 3-4 თამაში, ისე რომ მონდორი არ აღირსეს ბიჭს. საერთოდ უსამართლობა, ბევრ ბოროტებას წარმოშობს, ზოგადად. ახალგაზრდაა , მამაც მაშინ გარდაეცვალა და უსამართლობა ვერ მოითბინა, შემდეგ კი განაცხადა ამის შესახებ. ხოდა შეიძულეს ისედაც ხელს უშლიდათ მაგის ნიჭი, როგორც ჩანს და ეხლა დაღუპვის გზაზეა. ბიჭი. მაგრამ გამჩენი არ გაწირავს. კარგია, რომ არ თამაშბს მთავარა მაგან ტრამვა ბოლომდე მოირჩინოს და კიდევ მიეცემა შანსი რომელიმე კლუბში, ბოლობოლო რუსეთში წამოვიდეს. მას ჰქონდა მოწვევები რუსეთიდან და არ წავიდა, მაგრამ წადი ბიძია თუ გაქ შანსი, არავინ არ შეგრაცხავს მოღალატედ, მაგისი ნუ გეშინია, ნახევარი ნაკრები მანდ თამაშობს და ხმ ხედავ, მანდედან იძახებენ ნაკრებშიც. წარმატებები არაბიძეს და ფედერაციამაც მიაქციოს მაგას ყურადღება, არაა დასაკარგავი ფეხბურთელი მაგი. ოქრი და ჯანო და ბარეორი ხო ათრიეს და ათრევენ.
ვასო
18 ოქტომბერი 2020 22:08
4
100%გეთანხმებით უნიჭოსადა უიღბლობას შორის დიდი სხვაობაა!!!არაბიძე არი ერთადერთი ინდივიდი ფეხბურთელი ვინც თავისთავზეიღებს და კიდეც გამოსდის. ეს არ მოსწონთ ზოგიერთ მწვრთნელებს რომელიც ჩვენ ნაკრებს ძალიან ჭირდება. ფედერაციამ შავ სიაში კი არ უნდა შეიყვანოს არაბიძე არამედ დიდი ყურადღებით და დახმარებით უნა უხმონ ნაკრებში და დაეხმარონ თავის ნიჭის კიდევ და კიდევ გამოვლენაშიი.
ლევანი
19 ოქტომბერი 2020 23:21
1
არაბიძის ჩამოწერა ღალატის ტოლფასია. მარჯვენა ნორმალური შემტევი ვინა გვყავს? შენგელიას არ ეწყინოს, მაგრამ არაბიძეს სულ სხვა შესაძლებლობები აქვს და თან ძალიან ამბიციურია, მუდამ შემართული... გიორგი თავი არ დაზოგო და იშრომე საკუთარ თავზე, ყველაფერი კარგი წინა გაქვს.
emigranti
15 ოქტომბერი 2020 04:44
7
ყველა ვთანხმდებით რომ ჯერ ჯერობით საქართველოს ნაკრებიდან გოლები გააქვს ანორთოსის ფეხბურთელებს ამიტომ მართლაც გულშემატკივრების თხოვნაა ქეცბაიასთან იქნებ ხმა მიწვდინოს არაბიძეს და წაიყვანოს მჯერავს რომ მინიმუმ ნაკრებს გამოადგება ეს ბიჭი ასევე აქ წავიკითხე ცაკვეზეც და ასი პროცენტით ვეთანხმები ამ ბიჭებს ქეცბაია უშველის ოქრის მაგალითი ხელის გულზე გვაქვს. ნუ კვარაცხელია ცალკე თემაა გოლები ხომ მან შექმნა.
ქუთაისი
14 ოქტომბერი 2020 22:03
1
არაბიძეც და ცაკვეტაძეც ანორთოსისში ქეცბაიასთან ტან სასწრაფოდ უშვოლოთ ამ ბიჭებს სანამ კიდევ არის დრო.
სამტრედია
14 ოქტომბერი 2020 21:42
2
კიდევ ერთი მაგალითი მენტალური პრობლემისა იქნებ ქეცბასთან წასულიყავი კიპრზე დარწმუნებული ვარ შანსს მოგცემდა და შეიძლება ნაკრებსაც გამოადგე .ოქრი რო ქეცბას არ წაეყვანა ეხლა დაკარგული იქნებოდა ნეტა ჩაკვეტაძესაც წაიყვანდეს.
goga
14 ოქტომბერი 2020 21:40
1
ერთ-ერთი გამორჩეულია, ძალიან მოუხდება ნაკრებსაც , მაგრამ ვაისი მარტო რუსეთის ჩემპიონატს უყურებს ალბათ. მამა გარდაცვლია , შემეცოდა, ბავშვია ჯერ კაცმა რომ თქვას , ახალგაზრდისთვის ძნელია სწორი გზის არჩევა , კარგი აგენტი სჭირდება. კვარაცხელიას ვფიქრობ, მამა ეხმარება სწორი გზის არჩევაში და მიაღწევს კიდეც ბევრს. იქნებ მართლა სჯობდეს რუსეთში გადასვლა ,იქ ქართველებს ყურადღებას აქცევენ და პრაქტიკაც ექნება, მაგას სკამზე არავინ დასვამს. სიომინის და სლუცკის ნაირი მწვრთნელი სჭირდება, მამა-შვილურად რომ მოექცევა
თამაზი
14 ოქტომბერი 2020 21:33
7
არაბიძის მარაზმები კომენტარის გარეშე
გიორგი
14 ოქტომბერი 2020 21:32
8
ამ ადამიანმა თქვა უკრაინის მოქალაქეობაზე უარი .მისადმი მიდგომები შეიცვალა ამის გამო მათი მხრიდან . სამი წლის უკა თუ მასზე 5 მწვრთნელმა უკრაინაში და მათ შორის ერთმა ხორვატმა ნაკრების წევრამა შახტარის ფეხბურთელმა თქვა რომ შეუძლია ტოპ ფეხბურთელი გახდეს . დამთავრდა ამით . 20 წლამდე ხალხია არ უვარჯიშიად და ქუჩიდან აიყვანეს საქართველოში და 22 წელიც არ არი ტრაგედია თუ თავიდან თუნდაც დაიწყებს .უბრალოდ ამ ადამინას უნდა გვერდში დგომა რომ 2 წელი რაც აქ კონტრაქტით არ დაკარგოს .არ აწვალონ .
35
14 ოქტომბერი 2020 21:06
2
ადმინ,ინფორმაციებს დედისაგან რომ იღებთ,რომელი ფეხბურთის დიდი სპეციალისტია გიოს დედა?რა გახდა ტელეფონის ნომრის გამორთმევა და გიორგისთან დაკავშირება?მისთვისაც დიდი ფსიქოლოგიური დახმარება შეიძლება გამოვიდეს,რომ საქართველოდან მისით ინტერესდებიან.პირველ რიგში მას,ემოციური თანადგომა სჭირდება და არა გესლიანი შენიშვნები.დედის კომენტარებით გიორგიზე მსჯელობა კი,სასაცილოდაც მოსჩანს.
სოსო
14 ოქტომბერი 2020 19:49
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული