ლობჯანიძის დუბლი, ლობჟანიძის საგოლე პასი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს ქართველმა ლეგიონერებმა გამოიჩინეს თავი.

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ელგუჯა ლობჯანიძის "კაისარი" სტუმრად 0:2-ს აგებდა "თარაზთან", რის შემდეგაც ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა. მან მიმდინარე ტურნირზე 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

"კაისარი" 17 ქულით მესამე ადგილზეა და 22 ოქტომბერს ყარაგანდის "შახტიორს" უმასპინძლებს.

თურქეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუ" გასვლაზე 3:5 დამარცხდა "რიზესპორთან". ლობჟანიძე სასტარტოში იყო და მეექვსე წუთზე მისი პასით პაინტსილმა ანგარიში გახსნა, 43-ე წუთზე ანკარელები 3:1 დაწინაურდნენ, მაგრამ პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მსაჯმა მათი
გუნდის ფეხბურთელი გააძევა, მეორე ტაიმში მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და გაიმარჯვეს. საბა 74-ე წუთზე შეცვალეს.

"ანკარაგიუჯიუ" 1 ქულით მეოცე ადგილზეა და 24 ოქტომბერს "ჰატაისპორს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მარტო შენ არა, დიდი მაყუთი აირეს, ძალიან დიდი და ერთი ბურთის დედაც, თუნდაც ორის, ან სამის. სამაგიეროდ ახალი ჟიგულით ივლიან ბიჭები...
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
18 ოქტომბერი 2020 01:27
3
მარტო მე მომეჩვენა, რომთეთრებმა ძალით გაუშვეს გოლი!?
კვარა
17 ოქტომბერი 2020 18:37
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული