რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "კრასნოდართან" გასვლით მატჩში (1:3) ტრავმა მიიღო.
ხვიჩა მხოლოდ გუშინ დაუბრუნდა საქართველოს ნაკრებიდან ყაზანურ გუნდს, აღდგენა ვერ მოასწრო და მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, მაგრამ როდესაც 0:2-ს აგებდნენ, 58-ე წუთზე შეცვლაზე შეუშვა. ამდენი მგზავრობით გადაღლილ ხვიჩას თამაში არ წაუვიდა, თან ტრავმა მიიღო და 86-ე წუთზე შეცვალეს.
ხვიჩამ მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა და ვიმედოვნოთ, რომ სერიოზული არაფერი არ სჭირს.
ნამატჩევს სლუცკის ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, თუ ტრავმამ რამდენად შეუშალა კვარაცხელიას თამაშში
ხელი, რაზეც მოკლედ უპასუხა: "მან ფაქტიურად ვერ ითამაშა. რა თქმა უნდა, ტრავმამ გავლენა იქონია".
"მას მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა..." - ყაზანის "რუბინი" ხვიჩას გოლს გამოეხმაურა [VIDEO]
ვინც დისლაიქი დაგიწერა ყველა ოროსანია
ხვიჩა კვარაცხელია არის ჩვენი იმედი, რომელიც დიდი ხანია არ ჩანდა და უცბათ, მოწმენდილ ცაზე მეტეორივით გამოჩნდა. მისი დონის ფეხბურთელი, ჩვენთან და საერთოდ მსოფლიოში, მისი წლებიდან გამომდინარე, ალბათ ათეულში უნდა შევიდეს. ტქვენ კი, ნუ შაყირობთ მართლა. ხვიჩა არის საქართველოს იმედი და თუ პატარა ტრამვა მიიღო, ეს ჩვენი ტრამვაა და ჩვენი დაქცევაა.
ქართულ ფეხბურთს ძლივს ესეთი ვარსკვლავი გამოჩნდა და ეგრევე ბღლაბუცი? მართლა სირცხვილია რაა...
რაც შეეხება ვაისს, არ არის ძლიერი ტრენერი, არა! ამ ფეხბურთელებით, რაც ეხლა გვყავს, გაცილებით უკეთეს თამაშს და შედეგს ვაჩვენებდი... მე დილეტანტი კაცი, ეგ კი პროფესორი ტრენერია და მეტი მოეთხოვება..
მოგეწონათ ბელორუსიასთან თამაში?
მოგეწონათ სომხებთან თამაში?
მოგეწონათ მაკედოონიასთან აქ და იქ თამაშები?
არა... არანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, აბა რაშია კარგი მწვრთნელი? კაზახეთთან ჩაკვეტაძემ მოიგო. ალბანეთთან ოქრიმ, მაგრამ ხუთი წუთი ვერ დაიჭირეს მოგება. სომხებთანაც იგივე. ბელორუსიასთანაც ხვიჩა ოქრი. კაკაბაძე კანკავა... როგორ? სამი კაცის გუნდი გვყავს?
რას წარმოადგენს ვაისი? ერთი ძმურად ხელი მაისვიი, ვაისი ხარ თუ ედელვაისი... ხელი მაისვი, აის ჩაისვი...
ველოსიპედით დაუფარია, თურმე ყაზანამდე და იქიდან კრასნოდარში დააწვაო ჯერ ფეხით უვლია, მარა გაუმართლა, რომ შუა გზაში კაზახების ხურმით დატვირთული ურემი დაწევია და ცოტა შეეშველა თთორემ....თამაშის დროს ჩამოეძინა კიდეც, აშკარად დაეტყო გადაღლა ამ კაცს...