კვარაცხელიამ "კრასნოდართან" მატჩში ტრავმა მიიღო - სლუცკიმ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "კრასნოდართან" გასვლით მატჩში (1:3) ტრავმა მიიღო.

ხვიჩა მხოლოდ გუშინ დაუბრუნდა საქართველოს ნაკრებიდან ყაზანურ გუნდს, აღდგენა ვერ მოასწრო და მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, მაგრამ როდესაც 0:2-ს აგებდნენ, 58-ე წუთზე შეცვლაზე შეუშვა. ამდენი მგზავრობით გადაღლილ ხვიჩას თამაში არ წაუვიდა, თან ტრავმა მიიღო და 86-ე წუთზე შეცვალეს.

ხვიჩამ მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა და ვიმედოვნოთ, რომ სერიოზული არაფერი არ სჭირს.

ნამატჩევს სლუცკის ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, თუ ტრავმამ რამდენად შეუშალა კვარაცხელიას თამაშში
ხელი, რაზეც მოკლედ უპასუხა: "მან ფაქტიურად ვერ ითამაშა. რა თქმა უნდა, ტრავმამ გავლენა იქონია".

alt"მას მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა..." - ყაზანის "რუბინი" ხვიჩას გოლს გამოეხმაურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
იმედია სერიოზული არაფერი.ესღა გვაკლადა! ამის გაფიქრებაც არ მინდა რომ ხვიჩამ 12 ნოემბერს ვერ ითამაშოს!
gabo
17 ოქტომბერი 2020 20:33
1
ნუ ღლიცინებთ ზოგიერთები კვარაცხელიაზე. ამდენი პარაზიტი რატომ შემოდის ამ საიტზე?!.
ტარიელი
17 ოქტომბერი 2020 23:51
0
ორი ნათელი წერტილი გამოჩნდა ქართულ ფეხბურთში, ორივე პერსპექტიული და საკუთარი ქვეყნის ნაკრების მოყვარული ახალგაზრდა. ორივე ტრამვებით გადაღლილი, რადგან საკუთარი მხრებით მოუწიათ ნაკრების ზიდვა. თუ ვინმეს მათ დასაცინად ან გასაქილიკებლად ენა უტრიალდება სჯობს საერთოდ არ უყუროს ფეხბურთს.
პ.ს. ჩემი ერთი ერ.ნაკრების მოთამაშე მირჩევნია 10 კრიშტიანუს
ქომაგი
18 ოქტომბერი 2020 00:22
0
სერიოზული არაფერია მიკრო ტრავმა აქ დარწმუნებული ვარ შემდეგ ტურში ძირითადი იქნება
გიო
17 ოქტომბერი 2020 22:09
1
აუუუუ კარგით რაა კარგიიი რააა რადროს ტრამვაა?? მაკედონიასთან მატჩის წინ , მოუფრთხილდნენ თავს ეს ფეხბურთელები , რათქმაუნდა ძალით არ შვებიან მარა გაფრთხილდნენ რაიქნება. არ აქვს კლუბებისთვის იმხელა მნიშვნელობა ერთი-ორ თამაშს რამხელაც ნოემბერში მაკედონიასთან შეხვედრას. ნუ დააღალატებენ საქართველოს
თ.ბ.
17 ოქტომბერი 2020 21:40
0
იმედია მძიმე არაფერია. Mე მგონია ვერ სჰევიდა მთლად გახურებული მოედანზე, თამაშს მაგის გულისთვის ვუყურებდი ინტერნეტზე, არ ჩახტომია არაინ დასამტვრევად. თავიდანვე ვერ ჩაერთო თამაშში.
niko
17 ოქტომბერი 2020 21:55
1
19 წლის ბიჭისთვის არ შეიძლება ასეთი გადატვირთული გრაფიკით თამაში!სლუცკი თუ ხედავდა,რომ არ იყო სათამაშო კონდიციაში სულ არ უნდა შეეშვა მოედანზე. 19წლის ასაკში ფეხბურთელი მასზე გამოცდილი თანაგუნდელებისგან უნდა იღებდეს მაგალითებს,უნარ-ჩვევებს,გამოცდილებას.თუნდაც იგივე რონალდო ხვიჩას ასაკში გიგზი,ვან ნისტერლოი,ფიგუსგან იღებდა მაგალითებს და სწავლობდა ბევრ რამეს. ხვიჩას შემთხვეჳაში პირიქითაა.. 19წლის ბავშვს უკვე ლიდერის როლი აჰკიდეს ნაკრებშიც და კლუბშიც,ეს სამწუხაროდ საამაყო კი არა სატირალია,რომ ამ ასაკში უკვე ასეთი ფიზიკური და მენტალური წნეხის ქვეშაა... ან ვისგან უნდა აიღოს მაგალითი? დესპოტოვიჩი,მაკაროვი,ოქრიაშვილისგან?? სანამ ხვიჩა არ გამოვიდა მანამდე ვცოდვილობდით მოედანზე მაკედონიასთან... არაა მთლად კარგი ასეთი ტვირთი და პასუხისმგებლობა როგორც კლუბში ასევე ნაკრებში,მისი ორგანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე არაა ჩამოყალიბებული და ასეთმა დატვირთვებმა შეიძლება გამოფიტოს კიდეც ხვიჩა. წარმატებები ჩვენს ლიდერს!!♥
გიორგი-ბათუმი 97
17 ოქტომბერი 2020 23:44
1
რა გადაღლილი, მართლა ცხენით ხო არ ჩავიდა? თან მშვენივრად დასვენებული ჩააბარეს კლუბს. იმ პირობებში როდესაც სიმხებთანაც გვჭირდებოდა და მაკედონიელებთანაც სკოპიეში რეალურად ვაისმა 180-190 წუთის მაგივრად 20! წუთი ათამაშა და თუ ვინმე იყო დასვენებული და თამაშს მოწყურებული სწორედ ხვიჩა იყო. უბრალოდ არის ეგეთი მომენტები ფეხბურთში. ჯერ ერთი კლუბი ემზადებოდა კრასნოდართან თამაშისთვის როგორც ფიზიკურად ისე თეორიულად და მწვრთნელის განკარგულებაში ამ მოსამზადებელ პერიოდში (ხვიჩას პოზიციაზე) ბაკაევი იყო რომელიც საკმაოდ ძლიერი, ახალგაზრდა და პერსპექტიული ტიპია. თან რუსეთის ნაკრების წევრია. ხოდა სლუცკის მხრიდან უხერხული იქნებოდა მის ნაცვლად წუხელ ჩამოსული ხვიჩა დაეყენებინა ძირითადში. ბოლოს და ბოლოს არცერთ მწვრთნელს არ მოსწონს როდესაც რომელიმე ფეხბურთელი თავს შეუცვლელად გრძნობს თავს. ამით მწვრთნელის ავტორიტეტს ადგება ჩრდილი. ხოდა დააყენა ბაკაევი და ხვიჩა შეუშვა ბოლო 20 წუთი. თან ის ინტერესიც კლავდა ნაკრებში რომ ნახა შეცვლაზე შესული ხვიჩა როგორ აწიოკებს მცველებს უნდოდა იგივე კლუბში გაემეორებინა და ვაისივით ზუსტად 20 წუთი მისცა.

რაც შეეხება ტრავმას. ყველაფერი ხდება მაგრამ ვუყურე თამაშს და წესით და როგით სერიოზული არაფერი უნდა იყოს. თან ვიცი ეს ბიჭი რატომაცას ასეთი ძლიერი კი აშკარად სუპერ ტალანტია მაგრამ ამავდროულად ძალუან პროფესიონალია თავისი ასაკისთვის და მამის სახით საუკეთესო მრჩეველიც ყავს. ხოდა რო იგრძნო რისკი მაკედონიასთან მატჩისთვის შეცვლა მოითხოვა. თორე სხვა დროს ჩვეულებრივად გააგრძელებდა თამაშს. უბრალოდ არ გარისკა სასწორზე ნაკრები და ამხრლა თამაში დევს. მშვენივრად ესმის ეას ნიშნავს 19 წლის ასაკში ევროზე მოხვედრა.

პ.ს. მაკედონია არ არის ჩვენი დონე. რომ არა შემთხვევითობა 2 თამაშში 6 ქულას წამოვიღებდით მაგრამ ასე ჯობდა.... ჩვენი საჭიდაო ავსტრია და უკრაინაა. კაი ჰოლანდიამ მოგვიგოს და გავიდეს პირველზე;)
ზაზა
17 ოქტომბერი 2020 23:31
12
არ შეიძლება ესე დამცინავი საუბარი 19 წლის ქართველ ბიჭზე რომელმაც ბევრი ლამაზი მომენტები აჩუქა გულშემატკივრებს, კვარაცხელია ჩემი ნათესავი არ არის და საერთოდაც არ ვიცი მაგრამ ვუყურებ კარგი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელია და მაინც მწამს მსოფლიო დონის ფეხბურთს ითამაშებს
ბეღურა
18 ოქტომბერი 2020 00:03
3
ბეღურავ, სად ნახე ამ კომენტში დამცინავი საუბარი?
მერაბი
18 ოქტომბერი 2020 00:31
1
კარგით ხალხო, რა შეჭამეთ ეს ბავშვი?! ან კიდე ჩაკვეტაძე, ზოგი იმას წერს, ტრამვა რატომ მიიღო მაგის ასე და ისეოო, კარგით რა!! დაიბლოკოს რა ესეთი კომენტარები ადმინისტრაციას ვთხოვ, რა საჭიროა ეხლა ეგეთი გესლიანი კომენტარების გამოქვეყნება? რაა, სიტყვის თავისუფლებას ემსხურება თუ რაა? ტყულად აყენებენ ამ ახალგაზრდა ბავშვებს შეურაცყოფას და დაუცავით თქვენ მაინც , ხო გაქვთ ცენზურა? სიძულვილის ენით დაწერილი დაიბლოკებაო , ხოდა დაბლოკე რააა!!!! 19 წლის ბავშვს თხოვენ მესობას და რონალდოობას , და ამ დროს საქართველოს ორიანი ეწერა 10 ლარში და გამწარებული ანგრევს კლავუატურას! კარგით რა! მარაზმია უკვე ეს შაჰაბასის შთამომავლები!!!
Vasili
18 ოქტომბერი 2020 01:28
1
იქნებ გაგვაგებინოთ როგორ არის???????????????
???????????????
17 ოქტომბერი 2020 22:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული