კვარაცხელიამ "კრასნოდართან" მატჩში ტრავმა მიიღო - სლუცკიმ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "კრასნოდართან" გასვლით მატჩში (1:3) ტრავმა მიიღო.

ხვიჩა მხოლოდ გუშინ დაუბრუნდა საქართველოს ნაკრებიდან ყაზანურ გუნდს, აღდგენა ვერ მოასწრო და მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, მაგრამ როდესაც 0:2-ს აგებდნენ, 58-ე წუთზე შეცვლაზე შეუშვა. ამდენი მგზავრობით გადაღლილ ხვიჩას თამაში არ წაუვიდა, თან ტრავმა მიიღო და 86-ე წუთზე შეცვალეს.

ხვიჩამ მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე დატოვა და ვიმედოვნოთ, რომ სერიოზული არაფერი არ სჭირს.

ნამატჩევს სლუცკის ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, თუ ტრავმამ რამდენად შეუშალა კვარაცხელიას თამაშში
ხელი, რაზეც მოკლედ უპასუხა: "მან ფაქტიურად ვერ ითამაშა. რა თქმა უნდა, ტრავმამ გავლენა იქონია".

alt"მას მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა..." - ყაზანის "რუბინი" ხვიჩას გოლს გამოეხმაურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
ვისაც ჩვენი ნაკრების ნებისმიერ ფეხბურთელზე ცუდი სიტყვა გიბრუნდებათ პირის ღრუში არ ხართ ბიძიკო თქვენ ქართველები,ბოღმა უცხოელები ხართ ოღონდ აქაური მოქალაქეები,ეჭვი ერთ ერზე მაქვს მხოლოდ რომელსაც არ დავასახელებ მაგრამ ყველა ხვდება,არ დავწერ ამ ერს რადგან სავარაუდოდ დამიბლოკავენ კომენტარს
ბაჩი
12:23 18-10-2020
1
ვაისმა საიდან მოიყვანოს მაღალი კლასის ფეხბურთელები.ეტყობა ვერ ხვდებით რა ხდება, რომ დიდი შანსი გვაქვს ევროპაზე ვითამაშოთ.ეს ხომ ვაისის დამსახურებაა.გეგონება ჯადო აქვს და ასე ჩუმად ჩვენ საქმეს კარგად აკეთებს.გადახედეთ შემადგენლობას არავინ ტოპ ჩემპიონატის სუსტ გუნდშიც კი არ თამაშობს.მაკედონიასთან რა გააკეთეს სამმი კაცმა მაღალ ბურთზე ბალერინასავით ფეხები რომ ასწიეს და უაზრო პენალტი აიკიდეს.ეს ვაისმა უნდა ასწავლოს რომ საჯარიმოში მაღალ ბურთზე ფეხით თამაში არ შეიძლება.
უმადურებს
11:01 18-10-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული