ხვიჩა რუსეთში გაძვირებულ ფეხბურთელთა სამეულშია

AutoSharing Option
championat-მა რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელთა ათეული გამოაქვეყნა, რომელთა ფასმა, Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტად მოიმატა. 3-3 მილიონი ევროთი გაძვირდნენ და სიას სათავეში ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი) და ვენდელი (ზენიტი) უდგანან.

გამოცემა ჩვენებურზე ფასის ზრდას ასე ხსნის:

ხვიჩა კვარაცხელია - 3 მლნ ევრო (4.5-7.5 მლნ ევრო)

"მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშეა. "რუბინის" მარცხენა გარემარბის ანგარიშზე 11 მატჩში უკვე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, ხოლო 14 ოქტომბერს 19 წლის ნახევარმცველმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან საქართველოს ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა. თუ კვარაცხელია
ასევე გააგრძელებს, ევროპული კლუბების ყურადღებას მიიპყრობს".


altკარგი ამბავი - ხვიჩას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა!

მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვიჩას კვირიდან კვირამდე ეტყბობა რომ უმატებს. მისი ფიზიკური მონაცემები უმჯობესდება და ეს აშკარა ხდება. მან თუ ასე გააგრძელა ფიზიკურად განვითარება და ზრდა, მალე აუვცილებლად გვეყოლება ტოპ ფეხბურთელი. უფრო ფასეული ხდება ევროპაზე ჩვენი ნაკრების მონაწილეობა. იმ სიხარულ რასაც ნაკრების მონაწილეობა ჰქვია დიდი ალბათობით შეიძლება ტოპ ფეხბურთელიც შეემატოს ხვიჩას სახით. საჭიროა მეტი შრომა, თავდადება და რწმენა საკუთარ თავში. გამარჯვება და წარმატება ხვიჩას.
G.LA
20:53 19-10-2020
0
ცეესკას კოსწია მარადიშვილს როგორც ჩანს საქართველოს მოქალაქეობა აქვს. ტრანსფერმარკეტზე ორივე დროშა ხატია მის პროფილზე, რუსეთის და საქართველოსი. ესეიგი ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ნაკლები შანსია ალბათ მაგრამ, კარგი იქნება თუ დაეკონტაქტება ფედერაცია. შეიძლება დაითანხმონ ნაკრებში თამაშზე. ამ ეტაპზე რუსეთის ახალგაზრდულში თამაშობს. არა და მაგარი პერსპექტრიული საყრდენია
მარადიშვილს მოქალაქეობა ჰქონია
02:16 20-10-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული