ღურწკაია: "რუბინმა" ხვიჩა 18 მილიონად არ გაყიდა, რადგან მალე 25 მილიონი ეღირება

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანთან "იუთუბის" არხზე სტუმრობისას "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ამ ზაფხულში "რუბინს" კვარაცხელიაში 18 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ რუსტემ ფიდაევის ძემ (კლუბის გენერალური დირექტორი საიმანოვი) უარი უთხრა. "მივიღებ 15-მილიონიან შეთავაზებას კარგი კლუბისგან, მაგრამ არა რუსულისგან. ჩვენ მას არ ვყიდით, ზამთრის პაუზამდე ვეცდებით, ეს საკითხი არც განვიხილოთ, რათა წინადადებამ არ გვაცდუნოს", - თქვა მან.

მომავალ ზაფხულში ის 18 მილიონზე ნაკლები არ ეღირება. 30 მილიონი? დიახ, თუ ახლა საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე გავა, ზაფხულში მინიმუმ 25 მილიონი
ეღირება. ის მხოლოდ 20 წლისა იქნება. ხვიჩა უკვე თავისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ლიდერია".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ეტაპზე რუბინი ხვიჩასათვის საუკეთესო ვარიანტია. როგორც ჩანს, სლუცკის ესმის, რომ თუ მის განვითარებას ხელი შეუწყო, შანსი აქვს (თუ ღმერთმა ქნას ყველაფერი კარგად წავიდა) მომავალში მსოფლიოს გამორჩეული მოთამაშის გამზრდელად მოიხსენიებოდეს. მაგრამ დიდხანს არც რუბინში დარჩენა იქნებოდა სწორი. კარგი აგენტი, სწორი ევროპილი გუნდის შერჩევა, ტრავმებიდან ღმერთა დაგვიფაროს და ხვიჩას ყველაფერი აქვს მსოფლიო დონის მისაღწევად. და მთავარი, უნდა ესმოდეს, რომ ჯერ მხოლოდ გზის დასაწყისშია, ძალიან ნედლია და ბევრი რამ აქვს სასწავლი. წარმატებები ხვიჩა!
არტ
12:30 24-10-2020
0
რეალური მყიდველი ისევ რუსეთი ან თურქეთია. ეგ არ ეშლება ჯუღელას. მაგის გარეშე ფეხს ვერ გადადგავს, იცის რო ევრ.დიდ ფულს არ გადაიხდის და ძაან ანაღვლებს სად იქნება კვარაცხელია.რაც შეეხება "ბეგემოტს" რა თქმა უნდა ჯუღელას კონკურენტია და ყველანაირად ეცდება რამენაირად ჩაეკვეხოს. ისე "სპარტაკს" კი ასრულებს.
ჯაბა
09:48 24-10-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული