მოგებული ბრძოლა "ლოკოსთან" - დავითაშვილის სისხლი, კვირკველიას შურისძიება, ფლამარიონის გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში "როტორმა" მოსკოვში "ლოკომოტივი" 2:1 დაამარცხა. ეს მიმდინარე ტურნირზე ვოლგოგრადული გუნდის პირველი გამარჯვებაა.

მე-19 წუთზე პენალტი "როტორის" შემტევმა ფლამარიონმა მოიპოვა, თავად დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას დაასწრო და ვარდნაში თავურით გაიტანა. 28-ე წუთზე რიბჩინსკიმ ანგარიში გაათანაბრა. 57-ე წუთზე კი პონსემ გამარჯვების გოლი ფლამარიონის პასით გაიტანა.

"ლოკოს" შეეძლო ქულის გადარჩენა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელებთან ბრძოლაში საბა კვირკველიას ბურთი ხელზე მოხვდა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ანტონ მირანჩუკმა ვერ გამოიყენა. შეხვედრის დასასრულს ზურიკო დავითაშვილის პასით კოჟემიაკინმა დალაშქრა დედაქალაქელთა
კარი, მაგრამ ვიდეოგამეორების შემდეგ არბიტრმა გააუქმა. აღსანიშნავია, რომ ზურიკოს მეტოქესთან ბრძოლისას ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, თუმცა თამაში მაინც გააგრძელა. ბექა მიქელთაძე 74-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

"როტორი" 6 ქულით მე-14 ადგილზეა და 1-ელ ნოემბერს ცსკა-ს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აიკლეს, (კარგი გაგებით) გუშინ ქართველებმა რუსეთის საფეხბურთო მინდვრები. იმედია, 12 ნოემბერს საუკეთესო ფორმაში შეხვდებიან...
tngh
25 ოქტომბერი 2020 13:06
0
ზურიკოს რა პასი!!! ამ ასაკში ასეთ პასებს აკეთებს, არის იმედი!!!
Brav
25 ოქტომბერი 2020 03:17
0
პენალი აიკიდა არა კვახი მაგრად ითამაშა ძალიან.
zaza
24 ოქტომბერი 2020 22:47
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული