ქვილითაიამ გაიტანა, ოთხივე ქართველმა ითამაშა, "ანორთოსისმა" მიჯრით მესამე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში "ანორთოსისმა" "აპოელი" 2:0 დაამარცხა.

ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ოთხივე ქართველი - გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია შეუცვლელად ათამაშა.

ანგარიში მე-9 წუთზე ხორვატმა მცველმა ბრანკო ვრგოჩმა გახსნა, ხოლო 67-ე წუთზე მეტოქის კარი ქვილითაიამ დალაშქრა.

larnakasports-ი აღნიშნავს, რომ ლორიამ კარგად ითამაშა, თავისი გუნდი გადაარჩინა და დიდი მეკარეა.

"ანორთოსისმა" ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 16 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "აპოლონს" 3 ქულით ჩამორჩება (მასზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 28 ოქტომბერს სტუმრად "ეთნიკოსს"
დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მართალია, გენტმა, ბელგიამ დაუპირა ფეხბურთიდან ამოშლა, მაგრამ ეტყობა ვერ "მოკლეს". მეტი გამბედაობა, მეტი თავისუფალი აზროვნება და ყელაფერი წერიგში იქნება! მაგარი ნაკრები ყალიბდება. გერმანიის, ესპანეთის, ბრიტანეთის, ჰოლანდიის, საფრანგეთის ნაკრებების დონის! !!!
aburjga
26 ოქტომბერი 2020 14:32
3
"გუსანი"-ს:ქვილითაია არ არის ჯანო ან ყენია, ფეხბურთელობა რომ გაიხსენოს, გიორგი შემდგარი ფეხბურთელი იყო, რომელსაც გენტში ხელი შეუშალეს არასწორი ნაბიჯებით. 0-ს უტოლდებოდა ნდობა და 10-15 წუთსაც არ აძლევდნენ და რასაც აძლევდნენ და რასაც ათამაშებდნენ მაქსიმალურად პროდუქტიული იყო. ახლა იარემჩუკსაც უკეთებენ იგივეს. ქართველებს რისკი არ გიყვარს და საქმე საქმეზე რომ მიდგება დიდ ნაბიჯს ძირითადად ვერ დგამენ ჩვენები, თორემ რაპიდან ტოპ4 ლიგაში გადასვლა თავისუფლად შეიძლება, ასერომ ვფიქრომ არაფერი ზედმეტი დამიწერია, კრიტიკაც არანაკლები შემიძლია, მაგრამ მის შესაძლებლობებში დარწმუნებული რომ არ ვიყო, არ დავწერდი. უმაღლეს დონეზე შეუძლია ითამაშოს და იმედია მალე ყველაფერი კარგად იქნება
ვუ ჰალი
26 ოქტომბერი 2020 10:47
1
არც გენტის დონის ფეხბურთელია და მითუმეტეს არც ანორთოსისის. მახსოვს აინტრახტი ეპატიჟებოდა და ამან გენტი აირჩია, ვერ გარისკა. ხანდახან უნდა გარისკო, ეგენი თავად მიექანებიაიან უფსკრულისკენ ახლა. დარწმუნებული ვარ ანანებს გენტს ასე მოქცევას
ვუ ჰალი
25 ოქტომბერი 2020 21:59
6
ვულოცავ, როგორც იქნა გაიხსენა ფეხბურთელობა, ძალიან კარგი,შექება კი- მაგრამ ზედმეტი ეპითეტები არაა საჭირო, დარტყმა კი ჩვენებს ყველას უჭირს სამწუხაროდ. ზუსტად კი გამოუვიდა ამ შემთხევავში, ასე გააგრძელოს, ჩვენც გვეშველება და მასაც.
გუსანი
25 ოქტომბერი 2020 22:20
1
საღოლ ქვილით, ასეთი გოლი გვინდა მაკედონიასაც რომ გაუტანო
QT
25 ოქტომბერი 2020 20:22
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული