ძირს ოპორტუნიზმი - ქეცბაია და ოქრიაშვილი შერიგდნენ

AutoSharing Option
LarnakaSports-ის ცნობით, "აპოელთან" ნამატჩევს მომხდარი ინციდენტის შემდეგ "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაია და ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი შერიგდნენ.

გამოცემის მტკიცებით, ქეცბიას მატჩის შემდეგ ფეხბურთელებთან მოკლე საუბარი ჰქონდა. მან კმაყოფილება არ დამალა ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვებით, შეგირდებს მოუწოდა ოთხშაბათს ასეთივე შემართებით ითამაშონ "ეთნიკოსთან" და ხვალ დილით ვარჯიშზე დაიბარა.

გასახდელიდან გასვლამდე თემური ოქრიაშვილთან მივიდა, ხელი ჩამოართვა და კონფლიქტი ამოიწურა.

"ანორთოსისი" ფორმაში შედის, ოქროს მედლებისთვის იბრძვის და გუნდში დაპირისპირება მხოლოდ კონკურენტთა წისქვილზე ასხამს წყალს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ასე არ ჯობია?
შოკირებული გულშემატკივარი
26 ოქტომბერი 2020 19:18
0
ბრავო ქეცბაია.ის ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ეროვნული გუნდისათვის და ყველა ქართველი სასტარტოში დააყენა,რომ 12 ნოემბრისათვის კარგ ფორმაში იყვნენ.
გულშემატკივარი
26 ოქტომბერი 2020 11:31
2
ჩემი აზრით ორივეს მძიმე ხასიათი აქვთ,ამიტომ ორივე უნდა დამშვიდდეს საერთო საქმის გამო!ვერც იმას იტყვი რომ მარტო თემოს დამსახურებაა, რომ ოქრი თამაშობს ძირითადში,იმიტომ რომ,ორქიაშვილს რომ არ ჰქონოდა ამდენი ტრამვები ამ ასაკში ნამდვილად არ ჩავიდოდა კვიპროსში. ის ამ ჩემპიონატისთვის მაღალი კლასის მოთამაშეა,მან ორი უმძიმესი ტრამვა გადაიტანა და ამიტომ დათანხმდა ანორთოსის. ჩემი აზრით კლუბი უფრო მეტ სარგებელს ნახავს თორნიკედან ვიდრე თორნიკე!ასე რომ მარტო იმაზე საუბარი რომ ოქრიაშვილი თემომ გადაარჩინა უადგილოა! დარწმუნებული ვარ იგივე რუსეთში ან ავსტრიაში,ან პოლონეთში საშუალო კლუბი დიდი სიამოვნებით გაუფორმებს თოკოს კონტრაქტს და გადაუხდის ორჯერ მეტს ვიდრე ანართოსისი! თემოს ჭირდება უფრო მეტად ოქრი! ისე თემოს თუ მასე ძაან უნდა რომ ქართველებს დაეხმაროს, გაუხსნას ახალგაზრდებს ეროვნული ლიგიდან გზა ანორთოსისში და ათამაშოს ძირითადში და გაუზარდოს ნაკრებს! ასე რომ ყველა თავის თავისთვის მუშაობს პირველ რიგში!
gabo
26 ოქტომბერი 2020 10:40
34
ოქრი და თემო ორივე მაგარი ადამიანებია და თან იმპულსურები მერე რა მოხდა ფეხბურთია და ხდება ასეთი რამეები თან გახურებული იყო ორივე მთავარია ყველა მშვიდად მივიდეთ 12 ნოემბერს გასამართ თამაშზე ქეცბა ვაისზე ნაკლებ საქმეს არ აკეტებს ამ მომენტში.გამგები გაიგებს.
dato
26 ოქტომბერი 2020 10:40
1
რა ლოგიკაა რადგან ჩაიყვანა გუნდში ამიტომ ყველაფერი უნდა აკადროს ფეხბურთელს? ჩვენ არ ვიცით იქ რა მოხდა და ოქრიაშვილს არ ვამართლებ,ორივე დამნაშავეა რათქმაუნდა,თუმცა კომენტარებში მხოლოდ იმას ვკითხულობ,რომ რადგან ქეცბაიამ გუნდში აიყვანა,ოქრიმ ყველაფერი უნდა მოითმინოს.ქეცბაია გულით და სულით ქართველია და ყოველთვის ფიქრობდა საქართველოზე,თუმცა ნერვული სისტემა რომ წესრიგში არ აქვს ესეც ფაქტია,ძალიან ხშირად და ბევრ ადამიანთან მოსდის კონფლიქტი.მწვრთნელს მეტი თავშეკავება მართებს, ჩემი აზრით და იგივე საკითხი გასახდელში შეიძლებოდა მოგვარებულიყო და მთელი მსოფლიოს დასანახად არ აეტეხათ ერთი ამბავი
სამწუხაროდ
26 ოქტომბერი 2020 10:38
11
კარგით რაა, რა აქვს ოქრის მოსათმენი... ეგეც ეხლა ქაცბას თავის ნაკვეთში მიყავდა სათოხნ/საბარავად თამაშის მერე. სავარაუდოდ დავალება არ შეასრულა მინდორზე.
ის
26 ოქტომბერი 2020 21:00
1
ქეცბაიას მაისურებით მისი გვარით ზურგზე კვიპროსისი ქალაქები მოძრაობედნენ ახლაგაზრდობა სხვადასხვა ქალაქებში . ლიმასოლში 15 წლის უკან ფორმა ვისაც ეცვა გუნდის ქუჩასი მიმავალს უბრალოდ არასაფეხბურთო დღეებში ქუჩებში 10 დან 5 ქეცბაია ეწერა არადა ანორთოსისი ლარნაკაშია და დევნილი გუნდია თურქების ოკუპირებული მხრიდან. როდესაც ჩაივლიდნენ ან წინ ან უკან ვჩერდებოდი ვუყურებდი და სიმაყიოთ ივსები .დღესაც იგივე იქნება . მაგრდა უყვართ ფეხბურთი მაგრად .
35
26 ოქტომბერი 2020 09:27
0
აპოელმა რამდენიმე წლის წინ ლიგაზე შორს წავიდა და ზოგადად კვიპროსუკლი ლიგის დონემ აიწია ,ევროპის აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის . ლოკომოტივმა დინამოს რომ მოუგო მოსკოვის ხო გამოხმაურბეა იყო . მაგრამ კვიპროსზე ტრაპიზონსფორს როდესაც მოუგო 2005 ანორთოსისმა ორი მატჩის ჯამში რაგაც სასწაული ხდებოდა გარეთ .5 ქართველი იყო გუნდში საერთო სახალხო ზეიმი იყო .ქინქლაქძეზე ხო საერთოდ... გაკვირვებულები იყვნენ . ყურზე რადიოებთ დადიოდა ხალხი .ერთი მეკითხება ჯამარაული მოყავსო ვინა არიო ...ოოო ძაან მაგარი თქო რო ვუთხარი მიიდო რადიო ყურზე გააგზელა მოსმენა ;))) სულ სხვა ქალაქიში ვართ და სხვა გუნსი ქომაგი იყო მარა ინტერსი ქონდა დიდი ;)) . ეს იგივეა სოხუმის დინამოს ქუტაისში ბაზირებულს რომ გადაელახა მოსკოვის დინამოს ბარიერი .ტრაპიზონი მეორე ადგილიდან ასპარეზობდა .იმედია რომ საერტო სახალხო საფეხბურთო ზეიმი აქაც იქნება მალე .
35
26 ოქტომბერი 2020 09:16
0
მოზვერი რომ გაიზრდება დედას წამოაჯდებაო, ეგრეა მაგის საქმე
las
26 ოქტომბერი 2020 08:41
0
ოქრიაშვილს არ დაავიწყდეს ვინ ამოიყვანა ჭაობიდან და იყოს მოწესრიგებული!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
26 ოქტომბერი 2020 08:14
1
ქეცბაია ფიცხია, მაგრამ ცარიელი გულია. წარმატებები ჩვენენს ყველგან და ყოველ საქმეში
Irakli
26 ოქტომბერი 2020 05:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული