ბათუმის სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დასრულდა. 27 ოქტომბერს დასრულებული სტადიონი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, თბილისის მერმა კახი კალაძემ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ვეტერან ფეხბურთელებთან და სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად მოინახულეს.

ღონისძიების ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. საკუთარ სიტყვაში თითოეულმა მათგანმა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფეხბურთის გულშემატკივრებს ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულება მიულოცა.

​ლევან კობიაშვილი - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "დღევანდელ დღეს არა მარტო
ბათუმელები, არამედ თითოეული ჩვენგანი წლების განმავლობაში ველოდებოდით. ამაყი და ბედნიერ ვარ, რომ ბათუმელმა გულშემატკივრებმა, რომლებიც ჩემი აზრით, ყველაზე პატივსაცემი ადამიანები არიან, მიიღეს ის, რისთვისაც ჩვენთან ერთად წლების განმავლობაში იბრძოდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტადიონი ქართული ფეხბურთის წარმატების საფუძველი იქნება.

ბათუმის ახალი სტადიონი ყველნაირ საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. ამ არენაზე ჩვენ უმაღლესი დონის საკლუბო და სანაკრებო მატჩების მასპინძლობა შეგვიძლია.

მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ ოცნების ახდენაში. ამ ქალაქს ეს სტადიონი სჭირდებოდა და ამაყი ვარ, რომ ჩვენ ყველამ ერთად ეს შევძელით".

ბათუმის სტადიონის მშენებლობას 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. სამშენებლო სამუშაოები შპს „ანაგმა“ შეასრულა. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 141 მლნ ლარით დაფინანსდა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემებით აღიჭურვა.

საფეხბურთო სტადიონი ქართული ცეკვა "ხორუმის' მოტივებზე აშენდა. ფასადის მწყობრად ჩალაგებული ფიგურები მოცეკვავეების მოძრაობებს ასახავს. სტადიონის ფასადზე თანამედროვე განათების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც  შესაბამისი მატჩის მიხედვით, სხვადასხვა ფერით განათდება (საქართველოს დროშის, საქართველოს გერბის, აჭარის დროშის და სხვა.).

ბათუმის სტადიონი აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. საფეხბურთო სტადიონი, გარდა სპორტული აქტივობებისა, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასაც უმასპინძლებს.

GFF.GE


altანზორ კავაზაშვილი: ბათუმის სტადიონისთვის ჩემი სახელის დარქმევა უნდათ, თბილისის "დინამოსთან" გოლის არგაშვება კი ღირსების საკითხი იყო

მკითხველის კომენტარები / 12 /
გილოცავთ ძვიფასო ბათუმელებო. გისურვებთ უამრავ გამარჯვებებს ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბის შეჯიბრებებზე.
გიზოგ
28 ოქტომბერი 2020 16:56
0
ძალიან კარგია და ეს ერთი და სხვა მრავალი.ბათუმს ჭირდებოდა და ზოგადად საქართველოს ესეთი სტადიონი.იქნებ ზუგდიდშიც და ფოთში ლანჩხუთშიც გაკეთდეს კარგი სტადიონები.ფეხბურთს დღეს კარგი სტადიონები და კარგი ბაზები ჭირდება, ქართული ნიჭი და გენი კი მერე აუცილებლად ამოხეთქავს.
ziko
28 ოქტომბერი 2020 15:51
0
აუუუუუუ ამ სტადიონის გახსნაზეც თუ წავიკითხავდი იმ აზრს რო რატო დაიხარჯა ამდენი ფულიო ნაღდად არ მოველოდიი:D :D ბავშვთა ფეხბურთში უნდა ჩაიდოსო რომ იძახი ? რაღა სტადიონის არაშენების ნაცვლად უნდა ჩაიდოს ეგ ფული, პირიქით მოდი ცოტა ნაკლები ხელფასი და დანამატები აიღონ ჩვენმა დეპუტატ მინისტრებმაა და ცოტა მეტი გადაიხადონ ერთი ორი თვით ბიზნესმენებმა ქართული სპორტისთვის, და ეს ფული რო ჩაიდოს ბავშვთა სპორტში არააა??? / ბავშვს ფეხბურთი როგორ უნდა შეაყვარო თუ ჯერ არ აყურებინე, თუ მოედნის და სტადიონის ექო არ შეიგრძნო, თუ ვერ ნახა თავის ქალაქის და ქვეყნის გუნდი როგორ ეთამაშება სხვადასხვა ქვეყნებს და ამით არ აღფრთოვანდა მაშინ რა აზრი აქ ვერ ვხვდები? მიიყვანა სადღაც კარგ სპორტ სკოლაში და გახდა 29 წლის მერე სად წავიდეს? პოლონეთის მესამე ჭღრპღრჰ კლასის ჩემპიონატში ხომ? ძააან მაგარი იქნება !!!/ ეს იგივეა ქუთაისში რომ ცურვაზე დაყავდათ ბავშვები და ბასეინი რომ არ ქონდათ, ისე უწყოლოდ რომ სწავლობდნენ ჩაყვინთვას და ცურვას... /// ბათუმში კი არა იმედია ის ზუგდიდიც მალე გამოსწორდება ის სტადიონი, და ყველაგან აშენდება და გარემონტდება. იმედი მაქ რომ ყველა სტადიონი იქნება წმინდა საფეხბურთო , ოთხივე მხრიდან ტრიბუნა , თავის გადახურვით, და არა ისე როგორც ლოკოს და ტორპედოს აქ მოშიშვკებული , საშინელებაა ნამდვილი, / ყველა ქალაქში რომ იყოს 15000-20000 ეს იქნება ძააან მაგარი ./// დაიწყებს მალე ხალხიც სიარულს, აი ნახავთ თქვენი თვალით ამას !!! როგორც კი ერთი რომელიმე ქართული გუნდი გააარღვევს და გავა ევროპაზე და ლიგაზე აღარაფერს ვამბობ , მაშინვე შეიცვლება ჩვენი ჩემპიონატის დონეც
Vasili
28 ოქტომბერი 2020 14:18
0
მადლობათ კრიტიკისთვის ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია ჩემთვის. ქართული ფეხბურთის დღევანდელი სახე ჟურნალისტური გამოძიება შეგიძლიათ უყუროთ სათაური ;(წარუმატებელი ფეხბურთი გადამხდელების ფულით)
jorj
29 ოქტომბერი 2020 23:03
0
ადრე არ იყო სტადიონები მაგრამ გვყავდა ფეხბურთელები რადგან არსებობდენ მწვრთნელები ვისაც ფეხბურთელების გაზრდა შეეძლოთ
შოკირებული გულშემატკივარი
28 ოქტომბერი 2020 11:42
1
66 წლის ვარ და სულ ფეხბუთის გულშემატკივარი ვარ. არ მახსოვს ის დრო, როცა სტადიონები არ გვქონდა და გვქონდა წარმატებები. გაიხარეთ ბატონებო ქვეყანას რაღაც სიდიდრე შეემატა, რომელიც შთამომავლობას დარჩება და ქუჩის უბედურებობებისგან დაიცავს. გილოცავთ ძვიფასო ბათუმელებო. .

გიზოგ
28 ოქტომბერი 2020 16:53
0
ერთი გამონათქვამი გამახსენდა ცნობილი კინოდან; რა საჭიროა გზა თუ ტაძრამდე არ მიგვიყვანს. რა საჭიროა სტადიონი როცა ფეხბურთელები არ გვყავს გამგები გაიგებს. 141 მილიონი ბავშვთა ფეხბურთში მაინც ჩაედო სახემწიფოს.
jorj
28 ოქტომბერი 2020 10:55
6
სარეკლამო რო ელექტრონული იყოს ეგ არის კარგი, პლაკატი არ უხდება
irakli
28 ოქტომბერი 2020 08:08
0
ვულოცავ ბათუმს და მთელ საქართველოს. იმედია ცოტას გამოაცოცხლებს ჩვენ ჩემპიონატს!!
Vasili
28 ოქტომბერი 2020 02:46
0
ვულოცავ მთლიანად საქართველოს...რაც კარგია კარგია...
romandro
28 ოქტომბერი 2020 01:15
0
როგორც იქნააა!!! ძაან მაგარია!!! კიდევ ბევრი მასეთი ლამაზი სტადიონი შემატებოდეს საქართველოს!
შაკო
27 ოქტომბერი 2020 23:21
0
კარგია გილოცავთ ყველას.. ბევრი გამარჯვებები ახალ სტადიონზე, წარმატებები ბათუმის დინამოს და საქართველოს ნაკრებს.. p.s ზუგდიდის სტადიონი მოიკითხეთ თხოვნა მექნება ჟურნალისტებთან, ბათუმის სტადიონის მშენებლობამდე დაიწყო შენება და დღემდე დაუსრულებელია
Mose
27 ოქტომბერი 2020 22:13
0

სიახლეები პოპულარული