ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხოჭოლავა: მჯეროდა, რომ 2 მატჩში 4 ქულას მოვიპოვებდით

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "შახტარს" კიევში ძალიან გაუჭირდა "ინტერთან", მაგრამ ნულოვან ფრეს მიაღწია და B ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. 62-ე წუთზე ტრავმა მიიღო მასპინძელთა გუნდის მცველმა დავით ხოჭოლავამ, თუმცა ნამატჩევს მშვენიერ ხასიათზე გახლდათ. ეტყობა, სერიოზულად არ დაშავებულა და ua-football-ს შემდეგი განუცხადა:

"მართალი გითხრათ, მჯეროდა, რომ პირველ ორ შეხვედრაში ოთხ ქულას მოვიპოვებდით, მეტსაც კი. მე ჩემი გუნდისა ყოველთვის მჯერა. თუ არ გჯერათ, ჩემპიონთა ლიგაზე არ უნდა ითამაშოთ".