"შახტარის" მწვრთნელი: როგორ ითამაშა ხოჭოლავამ?!.

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ დონბასელთა ქართველ მცველ დავით ხოჭოლავასა და მისი პარტნიორი ბონდარის თამაში შეაფასა.

"როგორ ითამაშეს ხოჭოლავამ და ბონდარმა? როგორც დღეს, ისე მადრიდში მათ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარეს, ცუდი სიტყვები არცერთისთვის არ მემეტება.

მათ თამაშისწინა მითითებები სწორად შეასრულეს: დაცვის ხაზი მაღლა ჰქონდათ აწეული და დროზე ადრე უკან არ იხევდნენ. ეს შეხვედრის ტაქტიკაში უმნიშვნელოვანესი ელემენტი იყო. ეს "ინტერთან" გამართულ მატჩს შეეხება.

მილანელებისგან განსხვავებით, "რეალი" უფრო მეტ თავისუფალ ზონას გვიტოვებდა და ბიჭებიც ამიტომ იწყებდნენ შეტევებს უფრო ადვილად, პასებშიც ამიტომ იყო
ნაკლები წუნი. ხოჭოლავამ და ბონდარმა მადრიდშიც საოცრად ითამაშეს.

დიახ, დღევანდელ მატჩში უფრო მეტი შეცდომა დაუშვეს და ამისი მიზეზი მოწინააღმდეგე იყო. როცა ლუკაკუსა და ლაუტაროს მსგავს ფორვარდებს ეთამაშები და მათ გოლი ვერ გააქვთ, როგორ არ უნდა იყო შენი დაცვით კმაყოფილი?!

ასე რომ, კარგ გამოსვლას მათ და მთელ გუნდს ვულოცავ", - განაცხადა უკრაინელთა პორტუგალიელმა დამრიგებელმა.

მომზადებულია sport.ua-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 9 /
კვირკველიას მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია კარგად თამაში თუ საქმეს დაჭირდა
შაკო
29 ოქტომბერი 2020 12:32
0
თუ ტრავმა სერიოზული არაა მაკედონიასთან ხოჭოლავა და კვირკველია დადგებიან დაცვის ცენტრში უეჭველად.
ანესთეზეოლოგი
28 ოქტომბერი 2020 18:08
0
კაშიას მაგივრათ ძირითადში
irakli
28 ოქტომბერი 2020 16:21
1
ქგგალე მარგალ! ეხლა მთავარია 12 ში შევჭამოთ მაკედონია!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
28 ოქტომბერი 2020 14:03
1
უფალო, დალოცე დავითი, საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს! ყველანი ჯანმრთელად რომ იყვნენ!
alexandre
28 ოქტომბერი 2020 13:41
0
ყოჩაღ დათო!ახლა მთავარია ტრავმა არ იყოს სერიოზული და 12 ისთვის სრულ მზადყოფნაში შეხვდე.
ქობულეთიდან
28 ოქტომბერი 2020 13:36
3
სპეციალურად ვუყურე ამ თამაშს, ნუ სანამ ხოჭო თამაშობდა და მართალია გენა, მართლა ძაან ბევრი წუნი ქონდა, რაც ძაან გამიკვირდა, თან რეალთან თამაშის მერე განსაკუთრებით.
გოგლიკა
29 ოქტომბერი 2020 02:41
0
გენა ალბათ სხვა თამაშს უყურებდა
ლშ
28 ოქტომბერი 2020 16:54
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული