ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"შახტარის" მწვრთნელი: როგორ ითამაშა ხოჭოლავამ?!.

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ დონბასელთა ქართველ მცველ დავით ხოჭოლავასა და მისი პარტნიორი ბონდარის თამაში შეაფასა.

"როგორ ითამაშეს ხოჭოლავამ და ბონდარმა? როგორც დღეს, ისე მადრიდში მათ ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარეს, ცუდი სიტყვები არცერთისთვის არ მემეტება.

მათ თამაშისწინა მითითებები სწორად შეასრულეს: დაცვის ხაზი მაღლა ჰქონდათ აწეული და დროზე ადრე უკან არ იხევდნენ. ეს შეხვედრის ტაქტიკაში უმნიშვნელოვანესი ელემენტი იყო. ეს "ინტერთან" გამართულ მატჩს შეეხება.

მილანელებისგან განსხვავებით, "რეალი" უფრო მეტ თავისუფალ ზონას გვიტოვებდა და ბიჭებიც ამიტომ იწყებდნენ შეტევებს უფრო ადვილად, პასებშიც ამიტომ იყო
ნაკლები წუნი. ხოჭოლავამ და ბონდარმა მადრიდშიც საოცრად ითამაშეს.

დიახ, დღევანდელ მატჩში უფრო მეტი შეცდომა დაუშვეს და ამისი მიზეზი მოწინააღმდეგე იყო. როცა ლუკაკუსა და ლაუტაროს მსგავს ფორვარდებს ეთამაშები და მათ გოლი ვერ გააქვთ, როგორ არ უნდა იყო შენი დაცვით კმაყოფილი?!

ასე რომ, კარგ გამოსვლას მათ და მთელ გუნდს ვულოცავ", - განაცხადა უკრაინელთა პორტუგალიელმა დამრიგებელმა.

მომზადებულია sport.ua-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ