ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვარაცხელია ბუნდესლიგაში? - დორტმუნდი ქართველი ტალანტით დაინტერესდა

AutoSharing Option
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ამომავალი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია დორტმუნდის "ბორუსიის" ინტერესთა სფეროში აღმოჩნდა (Championat.com).

როგორც ცნობილია, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა, ფაქტია, რომ გერმანული გრანდის ხელმძღვანელობა ხვიჩას ტრანსფერზე სერიოზულად მუშაობს.

ბოლო პერიოდში კვარაცხელიას ევროპის რამდენიმე კლუბს უკავშირებენ. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ალბათობა, რომ 19 წლის ფეხბურთელი კარიერას ტოპ-5 ლიგის რომელიმე გუნდში გააგრძელებს, საკმაოდ სოლიდურია.

შეგახსენებთ, რომ sports.ru-ს ინფორმაციით, ხვიჩას კანდიდატურას თურქული "გალათასარაიც" განიხილავს.

altკვარაცხელიათი ლა ლიგის

გრანდი დაინტერესდა