ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ვაისი: კვარაცხელია "დორტმუნდში" სათამაშოდ 100%-ით მზადაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას "დორტმუნდში" შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"კარგი ფეხბურთელები ყველაფრისთვის მზად არიან, ხვიჩა კი ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუ "დორტმუნდში" მისი ტრანსფერი განხორციელდა, ეს შესანიშნავი იქნება. მისთვის ეს ჩინებული იქნება. ჩემი აზრით, ხვიჩა იქ სათამაშოდ 100%-ით მზადაა.

საქართველოში ასეთი ბევრი ფეხბურთელი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, სად გააგრძელებს კარიერას, როგორ იმოქმედებენ მასზე აგენტები, მწვრთნელები. ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია, ვარჯიშებზე ძალიან ყურადღებიანია. ახლა ის რუსეთის საუკეთესო მწვრთნელისა და ჩემი კარგი მეგობრის, ლეონიდ სლუცკის ხელშია. კვარაცხელია კლუბში კარგ ხელშია.
არაჩვეულებრივი ტალანტის მქონეა. დიახ, მას უყვარს ბურთის დაჭერა, მაგრამ ტაქტიკის სწავლის გაგრძელება და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათავისება სჭირდება.

განსაკუთრებული ტალანტი გააჩნია. მას ღმერთის წყალობით იმის უნარი აქვს, რომ თამაშების ბედი მარტომ გადაწყვიტოს", - განუცხადა ვაისმა championat-ს.

ასევე დაგაინტერესებთ