შეცვლაზე შესულმა ქვილითაიამ გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მერვე ტურში "ანორთოსისმა" გასვლაზე "ეთნიკოსს" 1:0 სძლია. გოლი 69-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, რომელიც 57-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 5 მატჩში 3 გოლია.

მწვრთნელმა თემურ ქეცბაიმ გასულ შეხვედრასთან შედარებით შემადგენლობა შეცვალა. გიორგი ლორია განაცხადში არ იყო, ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა, თორნიკე ოქრიაშვილი კი 66-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 89-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

"ანორთოსისმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, ლიდერ "აპოლონს" დაეწია (ამ გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 1-ელ ნოემბერს სტუმრად "კარმიოტისას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
გიო ჩემპიონის და საუკეთესო ბომბატდირის ტიტულით დაასრლრბს ამ ტურირს
ბაჩი
29 ოქტომბერი 2020 20:10
1
როგორც გინდა ისე გაიგეთ, ნაკრების კაცი მაგი არაა უკეთესი ვარიანტი შეიძლება ნაკრებისთვის ფინალში
geo
29 ოქტომბერი 2020 17:07
5
კიდევ შეეძლო გაეტანა თან 2-ჯერ. აშკარაა ფორმაში შედის. თემურმა უდიდესი როლი ამაში. სრულიად უთამაშებელს პირველივე შეხვედრაში 90 წუთს ვინ გათამაშებს? თემური საქართველოს ნაკრების მეორე მწვრნელია. ხო კიდევ, ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ გიორგი დაბალი დონის ფეხბურთელია. უბრალოდ სულ ცოტახანი აცადეთ...
ვუ ჰალი
29 ოქტომბერი 2020 16:00
0
ტრავმები რომ არა უკეთესი ფეხბურთელი დადგებოდა. ვისაც მაგის ძველი თამაშები გახსოვთ საკმაოდ კარგი მონაცემები ჰქონდა საშუალო დონის ფორვარდი დამდგარიყო
mmm
29 ოქტომბერი 2020 11:08
3
შეაქე ეხლა თუ რა ქენი ვერ გავიგე? შენი სიტყვებიდან გამომდინარე საშუალო დონისაც არ არის, ანუ დაბალი დონეა. სუ ნუ დაწერთ, ასეთი ბოდიალის დაწერას არ ჯობია?
SL
29 ოქტომბერი 2020 13:53
4
გელა ნუგზარაშვილის კლასი მაინც სულ სხვაა
გენა
29 ოქტომბერი 2020 09:25
12
Oqriashvilma Tu acada penaltebis shesruleba bombardiri gaxdeba.
Kaxa
29 ოქტომბერი 2020 07:55
1
ძალიან კლასნი ფორვადია , მაგრამ არაა მთლად პროფესიონალი, ვარჯიშის უმისოდ არ გამოვა არაფერი.
დევკალიონი
29 ოქტომბერი 2020 01:06
13
გენტში რომ ყოფილიყო ისევ სკამზე იჯდებოდა ან განაცხადის მიღმა იქნებოდა
75*
28 ოქტომბერი 2020 22:15
2
საუკეთესო ბომბატდირის ტიტულით თუ არ დაამთავრა ტურნირი აგერ თქვენ და აგერ მე
ბაჩი
28 ოქტომბერი 2020 21:39
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული