ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ზივზივაძე ჰეთ-თრიკთან ახლოს იყო

AutoSharing Option
უნგრეთის თასის 1/32-ფინალში ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარმა" სტუმრად 4:1 სძლია მესამე ლიგის "გარდონს".

დუბლი თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა. მას მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ თავის მიერვე მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

რაც შეეხება ჩემპიონატს, ბუდუს გუნდი მეორე ადგილზეა, თავად კი 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა. 31 ოქტომბერს, მე-8 ტურში "ფეჰერვარი" ლაშა დვალის "ფერენცვაროშს" უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ