ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ტორინო" კვარაცხელიასთვის იბრძოლებს - რა ეტაპზეა მოლაპარაკებები?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო პერიოდში რამდენიმე გუნდის სახელთან აქტიურად აკავშირებენ. 

TMW-ს ცნობით, იტალიური "ტორინოს" მიზანი მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე სწორედ კვარაცხელია იქნება. ჯერჯერობით დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მარკო ჯამპაოლო ხვიჩას სათამაშო სტილით მოხიბლულია და მისი გუნდი ახალგაზრდა ტალანტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

სერია ა-ში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ, "ტორინოს" მხოლოდ ერთი ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში, მე-19 ადგილზე იმყოფება. 

იტალიურ მედიაში კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ პირველად სწორედ დღეს დაიწერა.