ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სლუცკი: პრესაში ატეხილი ხმაური ხვიჩაზე არ იმოქმედებს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაზე "არსენალთან" მოგებული მატჩის (3:1) შემდეგ "რუბინის" მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე კითხვა დაუსვეს.

- ხვიჩას არ გაუტანია, მაგრამ ბაკაევს კარგი საგოლე გადაცემა გაუკეთა და მეორე საგოლე შეტევა წამოიწყო, როდესაც მოედნის საკუთარ ნახევარზე ბურთი ჩაჭრა. ის არამარტო ხარისხიანად ატყუებს, არამედ დაცვაშიც მუშაობს. ხვიჩას მომავალზე პრესაში ხმაური მასზე არანაირად არ მოქმედებს? შესაძლოა, ეს მხოლოდ აგულიანებს?
- ვფიქრობ, რომ არა. ის ნებისმიერ საქმეზე ძალიან ფოკუსირებულია და ჯერჯერობით რაიმე ასეთი არ შემინიშნავს. თუ მას წარმატებული და წარუმატებელი მატჩები ექნება, რაც სავსებით ბუნებრივია,
მიზეზი ის არ იქნება, რომ მის გარშემო ძალიან ბევრი საუბრებია.

ასევე დაგაინტერესებთ