თურქულ გრანდს მწვრთნელად ისევ არველაძე სურს

AutoSharing Option
fanatik.com.tr-ი წერს, რომ თურქეთის სუპერლიგის გასული სეზონის ვერცხლისპრიზიორ "ტრაბზონსპორს" მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად შოთა არველაძე ჰყავს.

მთავარი პრეტენდენტი "ტრაბზონის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე აბდულა ავჯი გახლავთ, რომელთანაც შავიზღვისპირელები მოლაპარაკებებს რამდენიმე დღეა აწარმოებენ, თუმცა შეთანხმებას ვერა და ვერ მიაღწიეს.

შოთა, მოგეხსენებათ, "ტრაბზონსპორის" ლეგენდაა, რომელიც ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორს" წვრთნის. "ტრაბზონის" ხელახლა ჩაბარების შანსი დიდი არ არის, თუმცა მაინც შესაძლებელია ქართველი თურქეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის სათავეში ვიხილოთ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯერ ერთი იქიდან დავიწყოთ, ვერ ვხვდები რად გინდა ქართველი ფეხბურთელი ფახთაქორში და უზბეკეთის ჩემპიონატში. შენ უზბეკეთის ლიგა რაიმე მაგარი ჩემპიონატი ხომ არ გგონია. იქ თამაშს ჯობია საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდეს ქართველი ფეხბურთელი. ჯერ ის ვერ მოგვინელებია ყაზახეთში რომ თამაშობენ ქართველები და უკრაინა რუსეთსაც ვერ უქაჩავენ და ეხლა უზბეკეთი გვაკლდა კიდევ.

ეხლე მეორე: მწვრთნელი რომ მიდის გუნდში, პასუხისმგებლობას იღებს შედეგზე და ფულს უხდიან შედეგში და არა იმაში თავის თანამემამულეები გამოზარდოს და დაავაჟკაცოს იქ. თუ ვინმეზე ჩათვლის რომ საქმეს გაუკეთებს და ჭირდება, წაიყვანს. მაგალითად ქაისერისფორში ჰყავდა ხიზანიშვილი და ამისულაშვილი მგონი. ზუსტად არ მახსოვს, მგონი ამისულაშვილიც ამასთან იყო გუნდში. როცა ორივეს ინტერესები იკვეთები და ფეხბურთელს სარგებლის მოტანა შეუძლია, რა თქმა უნდა მიიყვანს, მაგრამ დაუმსახურებლად, თავისი კლუბი არ არის ეგ რომ ქართველებით გაავსოს.

ქეცბაიას რაც შეეხება, ქეცბას სხვა დონის ავტორიტეტი აქვს ანორთოსისში და სხვანაირად ეთქმის სიტყვა. ანორთოსის ლეგენდაა როგორც ფეხბურთელი, მწვრთნელსდ დიდი დამსახურება აქვს კლუბის წინაშე და აქვს იმდენი ვესი უკვე რომ აჩმახოს როგორც უნდა. მაგრამ პირეოსის ოლიმპიაკოსში რომ მივიდეს, სადაც ადრე მუშაობდა ან აეკში, იქაც კი ვერ მიიყვანს ქართველებს ეგრე მარტივად. უნდა შეესაბამებოდეს ფეხბურთელი კლუბს თავისი დონით.

პ.ს. ზოგადად თემო სხვანაირად ჯიგრიანია, ფეხბურთელიც სხვანაირად თავდადებული იყო მოედანზე და მწვრთნელიც სხვანაირად გულიანია ბევრისგან განსხვავებით, მაგრამ ამ შეთხვევაში ის ფაქტორები უფრო მუშაობს რაც ზემოთ დაგიწერე. ისე კი მეგობარო, მართლა დაიკიდე და ნუ ინერვიულებ, არავის არ გვინდა ტაშკენტის ფახთაქორში ქართველი ფეხბურთელები :)) მაგას მირჩევნია ბათუმის დინამოში, ლოკომიტივში და გორის დილაში ითამაშონ და იქიდან წაიყვანონ ნაკრებში.
ლორდი-ს
04 ნოემბერი 2020 17:18
2
ქეცბას ოთხი ფეხბურთელი ყავს გუნდში და როგორ საქმეს უკეთებს ქართულ ფეხბურთს ,ამასაც ხომ შეუძლია ერთი ფეხბურთელი მაინც ყავდეს მაგრამ სრ აკეთებს ნაციონალია..ვერასდროს ეღირსება ეს სუბიექტი ნაკრების მწვრთნელობას..
ლორდი
04 ნოემბერი 2020 16:43
27
არველაძე სამწუხაროდ ვერ გამოდგა ისეთი კლასის მწვრთნელი როგორიც ფეხბურთელი იყო. ჯერჯერობით ყოველშემთხვევაში თურქეთსა თუ ისრაელში ვერ გაქაჩა ვერსად. ფათხაქორში კი ბატონო მაგრამ ეგ არ გამოდგება საზომად. იმედია გამოცდილებას რომ დააგროვებს, მერე მეტი წარმატებით დაბრუნდება ძლიერ ლიგაში, თუმცა პატარაც აღარ არის, 47 წლისაა.
ჯერჯერობით ვერ ქაჩავს
04 ნოემბერი 2020 16:06
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული