ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

თურქულ გრანდს მწვრთნელად ისევ არველაძე სურს

AutoSharing Option
fanatik.com.tr-ი წერს, რომ თურქეთის სუპერლიგის გასული სეზონის ვერცხლისპრიზიორ "ტრაბზონსპორს" მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად შოთა არველაძე ჰყავს.

მთავარი პრეტენდენტი "ტრაბზონის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე აბდულა ავჯი გახლავთ, რომელთანაც შავიზღვისპირელები მოლაპარაკებებს რამდენიმე დღეა აწარმოებენ, თუმცა შეთანხმებას ვერა და ვერ მიაღწიეს.

შოთა, მოგეხსენებათ, "ტრაბზონსპორის" ლეგენდაა, რომელიც ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორს" წვრთნის. "ტრაბზონის" ხელახლა ჩაბარების შანსი დიდი არ არის, თუმცა მაინც შესაძლებელია ქართველი თურქეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის სათავეში ვიხილოთ.

ასევე დაგაინტერესებთ