ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"რუბინის" გენდირექტორი: ხვიჩასთვის "დორტმუნდი" კარგი გუნდია, თუმცა...

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა Sport24-თან საუბრისას განაცხადა, რომ დორტმუნდის "ბორუსია" თათრულ კლუბს ხვიჩას თაობაზე არ დაკავშირებია.

"დაგვიკავშირდა თუ არა "დორტმუნდი" ხვიჩას შესაძენად? არა, ჩვენთან არავინ მოსულა, საუბარიც კი არცერთ კლუბთან არ გვქონია.

თუ კვარაცხელია "რუბინიდან" წავა, ისეთი გუნდი, როგორიც "დორტმუნდია", დიახ, მას შეეფერება, ეს ძალიან კარგი კლუბია", - განაცხადა საიმანოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ