"რუბინი" ხვიჩას თვალისჩინივით უფრთხილდება

AutoSharing Option
რუსეთის თასის 1/16-ფინალში "რუბინი" ხაბაროვსკში 0:1 დამარცხდა სკა-სთან. ყაზანიდან დანიშნულების ადგილამდე ჩასაღწევად "რუბინმა" თვითმფრინავით 9 საათი იფრინა, მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კი დაიჩივლა, რომ დროში განსხვავება 7 საათს შეადგენს და თანაც, ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში პრობლემა იყო. ამ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო მათმა ნახევარმცველმა დარკო იევტიჩმა.

ამიტომაც არ ათამაშა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია და თავდამსხმელი ჯორჯე დესპოტოვიჩი. "რუბინმა" ჩემპიონატზე ბოლო ორ მატჩში იმარჯვა. თუ ასევე წარმატებულად გააგრძელა თამაში, ვინძლო რომელიმე ევროტურნირზე გავიდეს და წამყვანი ფეხბურთელების მწყობრში ყოფნა სჭირდება. ხვიჩაზე კი დიდ იმედებს ამყარებენ და
მის ტრანსფერზე აქედანვე საფუძვლიანად ზრუნავენ. ძალიან უგულშემატკივრებენ 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მკედონიასთან საქართველოს ნაკრებს, რათა ევროპირველობის საგზური მოიპოვოს და იქ კვარაცხელიამ თავი წარმოაჩინოს.

ჭკვიანი მწვრთნელია სლუცკი, იცის, რასაც და რისთვისაც აკეთებს და თავისი ხელი გუნდსაც დაატყო.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი მწვრთნელია ნამდვილად.ეტყობა ევროპაში რომაა ნამუშევარი,საქმისადმი მიდგომაზე.ხვიჩა დაჟე არც წაიყვანა ამ შორეულ მგზავრობაში და დასვენების საშუალება მისცა.თან ჩვენ საქმესაც აკეთებს პა ხოდუ....
კახა ქ.
16:17 05-11-2020
0
რუბინში ბაიაზე მაგრად უნდათ ჩვენი ევროპაზე გასვლა...
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული