ლევან შენგელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა - "ქონიასპორმა" "ფენერბახჩე" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლევან შენგელიას "ქონიასპორმა" თურქეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში სტამბულში 2:0 დაამარცხა "ფენერბახჩე".

შენგელია 60-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, 67-ე წუთზე მეტოქესთან ბრძოლაში თავით პასი სერბ იევტოვიჩს გაუკეთა, რომელმაც მაკრატელათი გაიტანა გოლი, ხოლო 77-ე წუთზე უკრაინელმა კრავეცმა დალაშქრა დედაქალაქელთა კარი.

"ქონიასპორი" 9 ქულით მე-10 ადგილზეა და 22 ნოემბერს "კასიმპაშას" უმასპინძლებს. შენგელია საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამი უახლოესი მატჩისათვის გამოიძახა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ბიჭი უნდა იყოს მარჯვენა შემტევ ნახევარდაცვაში ძირითადი მოთამაშე ნაკრებში და ვფიქრობ სწორედ ასე იქნება 12ში და მომავალშიც სანამ უკეთესი არ გამოჩნდება,სადაც მერებაშვილი იყო ძირითადი ეს მასზე 10 თავით მაღლა დგას
ბაჩი
08 ნოემბერი 2020 19:04
0
მაგარი ბიჭია!!! ორთაბრძოლებში თავს არ ზოგავს!!! წარმატებები ლევან!!!
დათო
08 ნოემბერი 2020 00:49
0

სიახლეები პოპულარული