ქეცბაია "ანორთოსისის" ქართველ ფეხბურთელებთან ერთად თბილისში გამოფრინდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატზე "ანორთოსისმა" აეკ-ს 1:0 სძლია და გალიდერდა, ნამატჩევს კი გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ პირველ ადგილზე არიან, თასის მეოთხედფინალში გავიდნენ, უფრო მეტს შეგირდებს ვერ მოსთხოვდა, თუმცა პირველ ტაიმში კიდევ უნდა გაეტანათ და მოეთავებინათ მეტოქისთვის საქმე.

საღამოს თემური გიორგი ლორიასთან, ბუბა დაუშვილთან, თორნიკე ოქრიაშვილთან და გიორგი ქვილითაიასთან ერთად კერძო თვითმფრინავით თბილისში გამოფრინდა. ოთხივე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამი უახლოესი მატჩისათვის გამოიძახა და ქეცბაია ჩვენს ეროვნულ გუნდს უგულშემატკივრებს.

"ჯვაროსნები" შეკრებას დღეს იწყებენ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის
ფინალი კი 12 ნოემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 43 /
ქეცბაია კარგ საქმეს აკეთებს.
ziko
09 ნოემბერი 2020 21:02
0
მადლობა თემურ !
Homerson
09 ნოემბერი 2020 19:26
0
ნეტა ქეცბა მთავრობაშიც ყოფილიყო მიაწვებოდა და თორმეტში თამაშზე დასწრების საშუალება რამდენიმე ათასს მაინც ექნებოდა.
პ.ს. კალა, კობი, ყაველა როგორ მჯეროდა თქვენი, მაგრამ დაამტკიცეთ რომ ფარჩაკები ხართ!
ვანჩოპე
09 ნოემბერი 2020 19:08
0
ვიცე პრემიერმა ვინმე ცქიტიშვილმა ქომაგებს ერთ-ერთ სუფრაზე უსაქმურები უწოდა..მინდა მას უთხრა ქართველი ქომაგები მუდამ გვერდში უდგას საქართველოს ნაკრებს განსხვავებით თქვენგან რომელიც ალბათ რუსეთს ბალეჩიკობენ ბიძოს დავალებით..ქართველი ვინც რუსეთის ჰიმნზე ფეხზე დგება მოღალატეა ყველა
ლორდი
09 ნოემბერი 2020 17:22
0
რომელმა ძველმა ფეხბურთელმა გააკეთა ფეხბურთისთვის ქეცბაიას მეათედი, მარტო ცარიელი ტლიკინი და ჯამბაზობა, კიდევ ფულის შოვნა, რაღაც ქაჯური ვითომ პრივილეგიები და ზემოდან ყურება. გააკეთეთ მისი ნახევარი და ამოიდგით მერე ენები ისიც ზომიერად...........
???????????????
09 ნოემბერი 2020 16:46
0
არც ანართოსისის თამაშს ვმაზავ და არც რუბინის, გუნდის მფლობელებმა თუ იციან რამდენი ქართველი გულშემატკივარი ჰყავთ ?????? ძველად სტადიონზე ორი სასწრაფო მაინც იდგა და ყველა თამაშზე გულის შეტევით პირდაპირ სტადიონიდან მიჰყავდათ გულშემატკივრები საავადმყოფოში და რამდენი კიდევ სახლიდან. ასეთ ქვეყანაში შეიძლება მოკლა ფეხბურთი????????????? იმედია არ მოკვდება, ვინც გულით ცდილობს მხარში დაუდგეს ყველას გაუმარჯოს და ვინც ფულს აკეთებს .............
????????????????????????????
09 ნოემბერი 2020 16:15
0
ყველაზე პირდაპირი კაცია ქეცბაია, ყველაზე მართალი და წესიერი. გაიხარე .........
სტალინი
09 ნოემბერი 2020 16:08
0
კვიპროსში წასულიყვენ თავაწეულები ...კეცბას ისე მაგ ოთხივეს თამასშს ერთი ქეცბაიას დონის ფეხბურთელი მოდიოდეს მახსოვს ბოლომდე თავგანწირულად თამასშობდა
კოტე
09 ნოემბერი 2020 15:23
0
ეს სტატია სულ წინა გვერდზე უნდა იყოს. თემურ ქეცბაია არის პატრიოტი, ჯიგარი, კარგი კაცი და სუპერ კაცი, ქართული საქმის მკეთებელი. მე როგორც ერთი რიგითი უბრალო ქართველი, დიდ მადლობას ვუხდი თემურის ყველაფრისთვის რასაც ის აკეთებს ჩვენი ნაკრებისთვის, ესეიგი ჩვენი ქვეყნისთვის, და გამოვხატავ მის მიმართ ღრმა პატივისცემას და დაფასებას.
ბესიკი
09 ნოემბერი 2020 14:46
0
ტიპი უთამაშებელი იყო სულ სმამზე იჯდა გუნდში..ნაკრებში ჩამოდიოდა და დაფრინავდა მე არ მახსოვს თამაში ქინქლაძეს არველაძეს ან სხვა რომელიმეს ამაზე კარგად ეთამაშოს როცა ქეცბა მოედანზე იყო... სული და გული იყო ზოგიერთი ვარსკვლავებივით ერთ ადგილს არ უფრთხილდებოდა... ნაკრების ბოლო თამაშიც 2გოლი გაიტანა და წავიდა ტრამვის გამო. ეს უნდა იცოდნენ ახალგაზრდა თაობამ მარტო ქეცბას ცუდ ხასიათზე რო აპელირებენ. ჭაობშია ჩვენი ფეხბურთი და გული შესტკივა კაცს.. კობის რო კითხო სამოთხეში ვართ და ვერ ვგრძნობთ
Roma
09 ნოემბერი 2020 14:11
0
აი ოქრი გვყავს ეხლა მასეთი და მაგიტომაცაა ქეცბაია თან რო ეჩხუბება და თან რო უყვარს :)
Ziz
09 ნოემბერი 2020 17:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული