შოთა არველაძის "ფახთაქორი" ზედიზედ მეორედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი

AutoSharing Option
შოთა არველაძის "ფახთაქორმა" უზბეკეთის ჩემპიონატზე "კოკანდომ 1912" 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ოქროს მედლებს.

აღსანიშნავია, რომ შოთას გაწვრთნილი გუნდი 3 ტურით ადრე გახდა ჩემპიონი. ის ამ ღირსშესანიშნავ ამბავს "ფეისბუქით" გამოეხმაურა:

"ზედიზედ მეორედ - ფახთაქორი სუპერ ლიგის ჩემპიონია!

ვამაყობ ჩემი გუნდით და ამ მიღწევით. ვფიქრობ, არა მხოლოდ უზბეკეთში, არამედ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი შევქმენით. მადლობას გიხდით ყველას, თბილი მესიჯებისთვის და იმ ყოველდღიური მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენგან ვგრძნობ!".

მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავ შოთა, სულ ზევით-ზევით, მაღლა და მაღლა
juna
21 ნოემბერი 2020 10:59
1
Gilocavt shota chkviani kaci xar
beqnuma
21 ნოემბერი 2020 06:37
1
გილოცავ შოთა, გვიყვარხარ და გვიხარიხარ
გიო
21 ნოემბერი 2020 01:42
1
გილოცავ შოთი!!!კარგია რო თურქეთის მერე არ დანებდი და თუნდაც მაქედან დააგზავნე შენი მესიჯი რო შეგიძლია!!წარმატებები კაი კაცო,ნახალოვკა შენთანაა და იმედია ერთ დღეს აიაქსი ალკმაარი და მაღალი დონის კლუბს გააჩემპიონებ,ხო არ შეცდე და ჯერ! ნაკრებში არ ჩამოხვიდე!
miro
21 ნოემბერი 2020 00:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული