ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარმა" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა "დიოშდიორი".

ბუდუ მწვრთნელმა გაბორ მარტონმა სასტარტოში დააყენა, აქტიური იყო, მეორე ტაიმის დასაწყისში მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე ლეს ჰურის პასით ანგარიში 2:0 გახადა, 84-ე წუთზე კი შეცვალეს. მან მიმდინარე ტურნირის 9 მატჩში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ამას გარდა, გოლები თასზეც გაიტანა.

"ფეჰერვარმა" ჩატარებულ 10 შეხვედრაში 19 ქულა მოაგროვა, მე-3 ადგილზეა და 28 ნოემბერს "ზალაეგერშეგის" უმასპინძლებს.

23 ქულით მადიართა ლიგის ერთპიროვნული ლიდერი ლაშა დვალის "ფერენცვაროშია" (9 მატჩი აქვს გამართული),
რომელმაც 21 ნოემბერს "ჰონვედს" 1:0 სძლია. დვალი 87-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ცნობისათვის, მისი გუნდი 25 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ტურინში "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ბუდუ ყოველთვის იყო მშრომელი, არ ზარმაცობს და შეუძლია უფრო შედეგიანი იყოს. მას არ აქვს საფეხბურთო იღბალი ლამაზი ბურთების გატანის, თანაც მას ძირითადში გასატანად დამუშავებულ ბურთებს აწვდიან.
მისთვის კლუბის ცვლილება მართლაც საჭიროა, ეგაა რომ ასეთი უსახური გოლების მარაგით, დიდად არავინ მოინდომებს უკეთეს გუნდში წაყვანას.
koka
17:56 23-11-2020
0
ამ გოლის გატანას ძლიერი ცენტრფორვარდობა არ სჭირდება, ეტყობა ძან დაბალი დონის ჩემიონატია,ბუდუს წარმატებას და უკეთეს ჩემბიონატში გადასვლას ვუსურვებ.რაც ამ კვირაში ჩვენი ლეგიონერების შედეგები დავათვალიერე კატასტროფული შედეგია, უმრავლესობა ჭ კლასის გუნდების განაცხადშიც ვერ ხვდება
gio gio
13:30 23-11-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული