championat: შეიძლება კვარაცხელიამ რუსეთი მალე დატოვოს

AutoSharing Option
championat-ზე ჟურნალისტმა ნიკოლაი ეგორიჩევმა წერილი გამოაქვეყნა -"10 მოთამაშე, რომლებმაც პრემიერლიგის პირველ წრეში გაგვაოცეს. სასიამოვნოა". მან ათეულში "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა და ასე დაახასიათა:

"პირდაპირ ახლა ხვიჩა პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ფეხბურთელია. ქართველი ჰავბეკი მატჩისას საშუალოდ 4 წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებს, რაც ლიგის საუკეთესო მაჩვენებელია.

კვარაცხელიასგან მუდმივად მომდინარეობს საფრთხე მეტოქის კარზე. სერიოზულად დაირხა ხმები მისით "დორტმუნდის" დაინტერესების თაობაზე. მას იტალიელებიც აკვირდებიან. შესაძლოა, სულ მალე დატოვოს რუსეთის პრემიერლიგა, ჯერ კი ჩვენ ისღა დაგვრჩენია, თვალი მივადევნოთ "რუბინში" მის ეფექტურ თამაშს".

მკითხველის კომენტარები / 7 /
გავიგეთ იმ რუსი ჯურნალისტის აზრი და ეს კარგია ასე რო აფასებს.მაგრამ მე ახლა ქართველ ჯურნალისტებს გეუბნებით კვარაცხელიას გონებას ნუ გადაწვავთ, რადგან ამ ბიჭს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასახვეწი და სამუშაო,ასევე ბევრი უნდა იშრომოს,მერე კი ტოპ გუნდში აუცილებლად იქნება.ამაზე ყველა თანხმდება რო ტალანტია და საქართველოს ფეხბურთის მომავალია.
ziko
13:41 25-11-2020
1
ჯერ ძაან ახალგაზრდაა და კარგად უნდა აწონ დაწონოს ყველაფერი მანაც და მისმა აგენტმაც. სათამაშო დრო უნდა ქონდეს მუდმივად გარანტირებული თორე გრანდში სკამის ხეხვას რუბინში ლიდერობა ჯობია რა თქმა უნდა. მე მგონი როცა ჩათვლის სლუცკი რომ უკვე მზადა ევროპული გრანდისთვის ეგრევე აუნთებს მწვანეს. ყველაფერი წინ აქვს არ უნდა დახამდეს რომელიმე გრანდს სადაც არ მიცემენ გარანტირებულ სათამაშო დროს , ცოდოა სკამისთვის უნდა გაიზარდოს . ეს ბიჭი ქართული ფეხბურთის მომავალია და წარმატეტებები მას
ქართველი
10:37 25-11-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული