championat: შეიძლება კვარაცხელიამ რუსეთი მალე დატოვოს

AutoSharing Option
championat-ზე ჟურნალისტმა ნიკოლაი ეგორიჩევმა წერილი გამოაქვეყნა -"10 მოთამაშე, რომლებმაც პრემიერლიგის პირველ წრეში გაგვაოცეს. სასიამოვნოა". მან ათეულში "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა და ასე დაახასიათა:

"პირდაპირ ახლა ხვიჩა პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ფეხბურთელია. ქართველი ჰავბეკი მატჩისას საშუალოდ 4 წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებს, რაც ლიგის საუკეთესო მაჩვენებელია.

კვარაცხელიასგან მუდმივად მომდინარეობს საფრთხე მეტოქის კარზე. სერიოზულად დაირხა ხმები მისით "დორტმუნდის" დაინტერესების თაობაზე. მას იტალიელებიც აკვირდებიან. შესაძლოა, სულ მალე დატოვოს რუსეთის პრემიერლიგა, ჯერ კი ჩვენ ისღა დაგვრჩენია, თვალი მივადევნოთ "რუბინში" მის ეფექტურ თამაშს".

მკითხველის კომენტარები / 7 /
გავიგეთ იმ რუსი ჯურნალისტის აზრი და ეს კარგია ასე რო აფასებს.მაგრამ მე ახლა ქართველ ჯურნალისტებს გეუბნებით კვარაცხელიას გონებას ნუ გადაწვავთ, რადგან ამ ბიჭს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასახვეწი და სამუშაო,ასევე ბევრი უნდა იშრომოს,მერე კი ტოპ გუნდში აუცილებლად იქნება.ამაზე ყველა თანხმდება რო ტალანტია და საქართველოს ფეხბურთის მომავალია.
ziko
25 ნოემბერი 2020 13:41
1
ჯერ ძაან ახალგაზრდაა და კარგად უნდა აწონ დაწონოს ყველაფერი მანაც და მისმა აგენტმაც. სათამაშო დრო უნდა ქონდეს მუდმივად გარანტირებული თორე გრანდში სკამის ხეხვას რუბინში ლიდერობა ჯობია რა თქმა უნდა. მე მგონი როცა ჩათვლის სლუცკი რომ უკვე მზადა ევროპული გრანდისთვის ეგრევე აუნთებს მწვანეს. ყველაფერი წინ აქვს არ უნდა დახამდეს რომელიმე გრანდს სადაც არ მიცემენ გარანტირებულ სათამაშო დროს , ცოდოა სკამისთვის უნდა გაიზარდოს . ეს ბიჭი ქართული ფეხბურთის მომავალია და წარმატეტებები მას
ქართველი
25 ნოემბერი 2020 10:37
1
დორტმუნდი ამ შანსს მგონი არ გაუშვებს და შესაზლოა ზამთარშივე გაიფორმოს. ეხლა წყდება ჯეიდონ სანჩოს გაყიდვის ამბავი და ამ საკითხს რომ მოაგვარებენ მერე კვარაცხელიას გაიფორმებენ. მოკლედ იანვარში გადაწყდება ეს ამბავი. საუკეთესო ვარიანტია.
emigranti
25 ნოემბერი 2020 02:08
2
დორტმუნდის ამბავი თუ მართალია, არც უნდა დაფიქრდეს. რა ერთი წელი მოიცადოს, ცუდი იქნება. იმიტომ რომ ეხლა მას ტაქტიკურად ზრდა უფრო ჭირდება ვიდრე მარტო გამოცდილებაზე აქცენტის გადატანა. ოღონდ გადასვლისას პირობაში ჩაიდოს, რომ აუცილებლა მიცემენ დროს ძირითადში.
ჰაჰა
24 ნოემბერი 2020 20:33
3
ჩემი აზრით ეს სეზონი უნდა ჩამთავროს და წავიდეს დორტმუნდი ძალიან კარგი ვარიანტია და არც ტორინოა ცუდი მთავარია სეზონის ბოლომდე გატანილ გოლებში და ასასიტებშიც მოიმატოს მომენტრბს ქმნის გამგრამ რელიზება იჭირს ჯერ ჯერობით იმედი მაქ მაგაშიც გაიხსნება მალე
Gio
24 ნოემბერი 2020 20:28
6
ტორინო ტრადიციული კლუბი კია, მაგრამ შესაძლოა გავარდეს წელს სერიადან,
ზოგადადაც -დორტმუნდი საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა
rable
24 ნოემბერი 2020 20:49
1
მივესალმები ხვიჩას დორტმუნდში გადასვლას მაგრამ ვფიქრობ ჯერ ადრეა, კიდევ 1 წელი უნდა დარჩეს რუბინში და 1 წლის შემდეგ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას უნდა წავიდეს.
ეს ჩემი პირადი, სუბიექტური აზრია და უკეთესი მგონია ასე მოქცევა
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
24 ნოემბერი 2020 18:57
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული