რუსული მედია: ხვიჩა მოსკოვში, პიტერში ან კრასნოდარში კი არა, ევროპაში წავა

AutoSharing Option
"სოვეტსკი სპორტმა" რუბინის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია პრემიერლიგის პირველი წრის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა და მისი თამაში და პერსპექტივა შეაფასა:

"ქართველი ნახევარმცველის ფენომენალურ ტექნიკაზე ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდნენ, როდესაც "ლოკომოტივში" თამაშობდა. თუმცა ჩემპიონატის სრულფასოვან ვარსკვლავად მხოლოდ ლეონიდ სლუცკის უნარიან ხელში ჩამოყალიბდა. შეტევის მთელ ფრონტზე ერთი შეხედვით მისი ქაოტური გადაადგილებები აზრიანი გახდა.

ახლა კვარაცხელიას საკუთარ რიგებში ხილვას ნებისმიერი ტოპ-კლუბი ისურვებდა, მაგრამ ის უფრო, ალბათ, ყაზანიდან არა მოსკოვში, პიტერში ან კრასნოდარში, არამედ ევროპაში გაემგზავრება. თუმცა, არა უცბად - რაც უნდა იყოს, ის მხოლოდ 19
წლისაა".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხვიჩა სლუცკის სახით იდეალური მწვრთნელი გყავს და უნდა მოუმატო, რომ შეატყობ რომ მაგ დონეზე მომატება არ გამოგდის მერე უნდა გადახვიდე!! სლუცკი ბევრი რამის უფლებას გაძლევს რომ განვითარდე, მოედანზე თავისუფალი მანევრირების საშუალებას გაძლევს!!
zaza
21:13 25-11-2020
4
რუსეთის ჩემპიონატის ვარსკვლავად კი გადაიქცა,მაგრამ სასწავლი,ჯერ კიდევ ბევრი აქვს.სლუცკი მშვენიერი მასწავლებელი აღმოჩნდა და ყოველ ორ-სამ ტურში,რაღაც ახალს აკეთებინებს ხვიჩას.წლის ბოლოს,მისგან უკვე ევროპული კლასის ფეხბურთელი გამოიჩეკება,შემდგომი ზრდის პერსპექტივით.ხვიჩას შრომა არ ეზარება და იმედია, არც სერიოზულ ტრავმას მიიღებს.ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებ,ხვიჩა კვარაცხელიას.
სოსო
21:03 25-11-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული