ქართველების ამერიკული თავგადასავალი სრულდება? - რა ბედი ელით კაშიასა და ყაზაიშვილს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი, დიდი ალბათობით, "სან ხოსეს" დატოვებენ.

მოგეხსენებათ, ამ გუნდმა წლევანდელი სეზონი უკვე დაასრულა და MLS-ის 1/8-ფინალში გასვლაზე პენალტების სერიაში "კანზას სიტისთან" წააგო.

რა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენებურები აშშ-ს დატოვებენ? - ამაზე თავად შედეგები მეტყველებს.

თავად განსაჯეთ, გუნდის მწვრთნელი მატიას ალმეიდა მათ არამცთუ არ ათამაშებს, ხშირად განაცხადშიც არ შეჰყავს.

მაგალითისთვის, კაშიამ ბოლოს "სან ხოსეს" ფორმა 14 სექტემბერს მოირგო, ყაზაიშვილს კი გასულ თვეში მხოლოდ 9 წუთი სათამაშო დრო დაუთმეს.

ამ ვითარებას ემატება ისიც,
რომ "სან ხოსე" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მატიას ალმეიდას გაშვებას არ გეგმავს, რაც ჩვენებურების მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.

კაშია "სან ხოსეში" 2018 წელს არნემის "ვიტესიდან" გადაბარგდა, ყაზაიშვილმა კი ანალოგიური გზა 2017 წელს გაიარა.

მოკლედ, როგორც ჩანს, ქართველებს აშშ-ის დატოვება მოუწევთ და იქნებ რომელიმე მათგანი საქართველოში ვიხილოთ...

კაშია მალე 34 წლის გახდება და უკვე ვეტერანია, იქნებ "დინამოში" დაბრუნებულიყო; ვაკო კი 27 წლის გახლავთ.

წესით, ყველაფერი უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს. ვნახოთ, რა ბედი ეწევათ ნაკრების ფეხბურთელებს.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ ბარსელონას სათადარიგო სკამზე ჯდომას საჩხერის ჩიხურაში თამაში ჯობია.
ჟორა გაბრიჭიძე
28 ნოემბერი 2020 11:53
1
დალოცვილებო (ჩემი თამადიბით) სეზონში მხოლოდ 9 წუთნათამაშები კაცის იმედზე რომ იქნება ნაკრები, კიდევ კარგი შედეგი დაგვიდია ვფიქრობ
დინამოელი
28 ნოემბერი 2020 10:15
0
კაშომ მე მგონი ნაკრებში თამაში მორჩა და ალᲑათ გრინ კარტის აღებაზე იფიქრებს.ვაკოს კი გრინ კარტა უკვე აქვს,ჯერ ისეთი ასაკი აქვს, რომ შეიძლება ნაკრებს გამოადგეს და ამიტომ ევროპის რომელიმე გუნდში თამაშზე უნდა იფიქროს.ძალიან ძნელია ამერიკიდან სანაკრებო თამაშებზე ჩამოსვლა და ფორმაში ყოფნა.Უჭირს ორგანიზმს ძალიან აღდგენა,დროში განსხვავება თავისას შვება.
კახა ქ.
27 ნოემბერი 2020 23:23
1
მწვანე ბარათი კი აქვს ორივეს და მოეწყობიან ტაქსზე ან ტრაილერზე არ ინერვიულოთ!!!
Musenbezi
27 ნოემბერი 2020 23:22
11
მე ვფიქრობა, ყველასთვის აჯობებს საქართველოში ითამაშონ, უცხოეთში კარგ კონტრაქტებს აღარ გაუფორმებენ , ეროვნული საქმისთვის კი დაბრუნება აჯობებს, ნაკრებიდან კი უნდა წავიდნენ.....
გუსანი
27 ნოემბერი 2020 19:42
17
ნუ მაზგოჩობ ერთი! ევროპაშიც წავლენ და ნაკრებშიც ითამაშებენ
borgati
28 ნოემბერი 2020 15:53
0
ისე მოდი აბა დაასახელეთ ქართველი მოქმედი ფეხბურთელი ან ახლო წარსულში მოთამაშე რომელმაც ჩემპიონატში 2 ნახევარ სეზონში 32 გოლი გაეტანოს ?
ლშ
27 ნოემბერი 2020 18:38
13
როგორი ახლობელი ხარ? ეტყობა ძალიან ახლო........კაი რა , რელობას თვალები გაუსწორე...
გუსანი
27 ნოემბერი 2020 19:37
8
იქნება ვალოდა ვაი-სმა იშოვოს დროზე სამსახური, გურამას კი აქვს ბაბუცა პატარაიას ძირითადში ადგილი გარანტირებული, მაგრამ ვაკომ რა ჰქნას
llcl
27 ნოემბერი 2020 18:36
1
ჩაწერეთ ვაკოს გოლები მლს ში და ნახეთ როგორები აქვს გატანილი და მერე თუ ლოგიკა გაქვთ სხვანაირად იჭიკჭიკებთ
ლშ
27 ნოემბერი 2020 18:27
25
ვაკომ რაც ჩაატარა წინა სეზონები ამერიკაში ერთ ერთი საუკეთესო იყო , ასე რომ დიდი ალბათობაა სხვა ამერიკულ გუნმდა წაიყვანოს .
ლშ
27 ნოემბერი 2020 18:26
21
Uნდა უყუროტ ამ ლიგის და ნახოთ რა ტემპში თამაშობენ. ამის გამოა რომ არ შეჰყავთ განაცხადში არც ერთი ფრომაში არ არის, ძალისნ ნელ მოთამაშეებად ითვლებიან. ვაკო ამატთან შედარებით დასაკლავად მოსუქებულ მოზვერს ჰგავს. ასე
niko
27 ნოემბერი 2020 18:22
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული