გიორგი ბერიძე შევიდა და ცენტრიდან გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"უიპეშტის" 23 წლის ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატზე თავი გამოიჩინა.

ბერიძე მე-11 ტურში "პაკშისთან" საშინაო მატჩის 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 68-ე წუთზე კარიდან წინ გამოსული მეკარე შენიშნა და ცენტრიდან გაიტანა. თუმცა, სტუმრებმა კომპენსირებულ დროში საპასუხო გოლი გაიტანეს და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

გიორგი "გენტიდან" სექტემბერში აიბარგა და თავისუფალი აგენტის სტატუსით დაბრუნდა ბუდაპეშტურ გუნდში. მან მიმდინარე ჩემპიონატის 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

"უიპეშტი" 11 ქულით მე-9 ადგილზეა და 4 ნოემბერს გასვლაზე "ბუდაფოკის" დაუპირისპირდება.



მკითხველის კომენტარები / 6 /
რატო არ უნდა მისცემოდა ნაკრებში შანსი.
ლეო
01 დეკემბერი 2020 19:34
1
ვეთანხმები გიორგის , ამდენმა ბოღმიანმა საიდან მოიყარა თავი .
ushangi
28 ნოემბერი 2020 19:26
1
ატყდება ახლა ერთი ვაიუშველებელი, რატომ არ იყო ეს ნაკრებშიო.DDD გაუვარდა ერთხელ ყარაული თოფივით.
hhh
28 ნოემბერი 2020 15:00
7
მერე იქნებ მაკედონიასთანაც გავარდნოდა ყარაულის თოფივით
me
28 ნოემბერი 2020 18:50
2
ეს კიდევ თამაშობს?
ბაბუაწვერა
28 ნოემბერი 2020 08:48
37
"ეს" 22-23 წლისაა და ეხლა იწყებს შე ბოღმა!
ესეთ კვერცხებს ნუ მიაქცევ ყურადღებას, გვეიმედები და იმედია მალე ნაკრებშიც გნახავთ, კარგი გოლი იყო ყოჩაღ!
გიორგი
28 ნოემბერი 2020 13:56
1

სიახლეები პოპულარული