ზურიკო დავითაშვილი: იმედია, მალე გატანას შევძლებ

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგაზე "სპარტაკთან" მატჩის წინ კომენტარი "როტორის" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა:

"ურალთან" მატჩის შედეგმა არ დაგვაკმაყოფილა. ჩვენ გამარჯვება გვინდა. შეხვედრის დასაწყისში კარგად გამოვიყურებოდით, ბურთს ვაკონტროლებდით, მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ.

შემდეგი მატჩიდან გამარჯვება უნდა დავიწყოთ, რადგან მძიმე სიტუაციაში ვართ - "როტორი" სატურნირო ცხრილის ბოლოშია. "სპარტაკი" ყოველთვის ძლიერი მეტოქეა. ჩვენ ვოლგოგრადში უკვე ვეთამაშეთ და ვიცით, სადა აქვს სუსტი წერტილები.

ყოველთვის ჩემს რეალიზაციაზე ვფიქრობ და ყოველი ვარჯიშის შემდეგ კარში დარტყმებს ვამუშავებ. იმედია, მალე გატანას შევძლებ", - ციტირებს
დავითაშვილს კლუბის "ტვიტერი".

"სპარტაკისა" და "როტორის" შეხვედრა მოსკოვში 29 ნოემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამას მამამისი ჯობდა კიდე, ძალიან დაბალი დონეა
ლადო
30 ნოემბერი 2020 08:38
0
მიდი ზური შეუბერე, მალე იქნება გოლებიც და ევროპაც.
ზეზვა
28 ნოემბერი 2020 21:32
2
გოგი ქავთარაძე)))
koba
28 ნოემბერი 2020 20:27
3
იმედია ზურაშ, იმედი დორემ რაც ბოლოს ნაკრებში შენი თამაში ვნახე ძაან პესიზმიზმი მიმეძალა შენი მომავლის მიმართ, აბა შენ იცი შეგვაცვლევინე აზრი.
fff
28 ნოემბერი 2020 19:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული