ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სლუცკი ხვიჩას ვერ იბრუნებს - "რუბინმა" კი ცსკა-ს სძლია

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში კორონავირუსი აღმოაჩნდა და ყაზანში ჯერ არ დაბრუნებულა.

"ნაკრებში ხვიჩასთვის დასმული დიაგნოზის შემდეგ არაფერი არ შეცვლილა. ის ჯერ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, ჩვენ მის დაბრუნებას ველით. ინ ბომი და სტარფელტი უკვე დაბრუნდნენ, თუმცა ეს მათ იმავე დროს დაემართათ, კვარაცხელია კი ჯერ არ არის", - ციტირებს სლუცკის კლუბის პრესსამსახური.

"რუბინმა" დღეს საკუთარ მოედანზე ცსკა 1:0 დაამარცხა, 24 ქულით მე-9 ადგილზეა, 5 დეკემბერს კი მოსკოვში "ლოკომოტივს" შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ