ზურიკო მსაჯმა დაჩაგრა და "სპარტაკს" წაეხმარა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-11 ტურში ქართველების "როტორი" მოსკოვში 0:2 დამარცხდა "სპარტაკთან".

საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ზურიკო დავითაშვილი სასტარტოში იყო და მე-80 წუთზე მის ნაცვლად მოედანზე ნიკოლაი ყიფიანი შევიდა, ბექა მიქელთაძე კი 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. 85-ე წუთამდე დაჰყო მოედანზე ბათუმის "დინამოდან" გადასულმა ჯოვინო ფლამარიონიმ.

ამ მატჩის წინ ვოლგოგრადული გუნდის ნახევარმცველმა დავითაშვილმა თქვა, რომ მეტოქის სუსტი წერილები იცოდნენ და ამით უნდა ესარგებლათ. ზურიკო ძალიან აქტიური იყო და მე-15 წუთზე საკუთარ საჯარიმოში საჰაერო ბრძოლაში კოკორინს შეეჯახა, რომელსაც იდაყვი თავში მოხვდა და ამ უკანასკნელმა
ეპიზოდი ლამაზად გააფორმა. მსაჯმა ვოლოშინმა ჯერ საჯარიმო დანიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორება ნახა და პენალტად "გადააკეთა", რომელიც თავად "დაზარალებულმა" გამოიყენა. არადა, ფაქტობრივად, წესების დარღვევას საჯარიმოს ხაზთან ჰქონდა ადგილი.

შესვენების შემდეგ დავითაშვილის დარტყმული ბურთი საჯარიმოში ჟიგოს მოხვდა, თუმცა არბიტრმა თერთმეტმეტრიანის დადება ვერ გაბედა. პენალტი მაშინაც არ დანიშნა, როდესაც ზურიკო საჯარიმოში წააქციეს. მერე სტუმართა გუნდის ფეხბურთელ გოგუას გოლი არ ჩათვალა. სანამ შეცვლიდნენ, დავითაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, ხოლო კომპენსირებულ დროში ნაკუთხურალ ბურთზე ბრძოლა ჟიგომ კვირკველიას მოუგო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"როტორი" 8 ქულით აუტსაიდერია და 5 დეკემბერს გასვლაზე "კრასნოდარს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჟურნალისტია თუ ნათესავი?მართლა ვერ მივხდი.
ლევანი
30 ნოემბერი 2020 14:28
0
ჯერ ერთი იდაყვი მართლა მოხვდა ზურიკოსი სპარტაკელს. მეორეც , მისი დარტყმული ბურთი ჟიგოს გაგანია მხარში მოხვდა და არა ხელში და მერე დავითაშვილს კარში დარტყმების აქვს სავარჯიშო და ივარჯიშოს, ეგ საბა დამატებით უნდა დარჩნენ სტადიონზე, იმას წონა აქვს დასაგდები, ამას დარტყმა დასაყენებელი
saba
30 ნოემბერი 2020 11:38
1
როდის იყო საიმედო? ოდესმე რამეს თამაშობდა?
აკეკოს
30 ნოემბერი 2020 17:23
1
გეთანხმები. დარტყმა არუვარგა ზურიკოს,ფიზიკურადაც მოიკოჭლებს. პროგრესირება აშკარად შეჩერებული აქვს. არადა მაგრა მეიმედება მაგ ბიჭის. მის ყველა თამაშს ვუყურებ, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში გამბედაობა აკლია, იქ სადაც შეიძლება თავის თავზე აიღოს თამაში ხშირად უკან პას აძლევს.
ალეკო
30 ნოემბერი 2020 14:37
0
ვაკო მართალია. ვინაა ეს ზუკაკო, ასე რომ ეფერებით? თუ თქვენი ახლობელია, სახლში წაიყვანეთ და უბეშიც ჩაისვით. მაგის ერთი ხეირიანი ფეხის გაქნევაც კი არ მინახავს დღემდე, ზურიკოს ბიძაშვილებო!
ზურაბი
30 ნოემბერი 2020 11:28
6
ნეტა ამ სტატიის ავტორს რამდენი გადაუხადეს რომ ეს უაზრობა დაეწერა დავითაშვილზე..რა ითამაშა საერთოდ თუ იყო მინდორზე არც კი ხანდა..
ლორდი
30 ნოემბერი 2020 11:19
3
უაზრო და უნიჭო ფეხბურთელია ნაკრებში აღარ დავინახო სადაა არაბიძე?
ვაკო
30 ნოემბერი 2020 08:41
21
მართლა საინტერესოა სად არის? რას აკეთებს? ბოლოს როდის ითამაშა ფეხბურთი?
იდალგო
30 ნოემბერი 2020 10:08
0
საჯარიმოს ხაზზე წესების დარღვევა არის პენალტი...
12
30 ნოემბერი 2020 01:23
2
არ არის პენალტი..
zaza
30 ნოემბერი 2020 02:41
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული