ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვარაცხელია "ლოკომოტივთან" სათამაშოდ მზადაა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია კორონავირუსისგან განიკურნა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. როგორც იცით, ყაზანში სიცივეების გამო "რუბინი" სოჭში გადაბარგდა და იქ აგრძელებს მომზადებას.

16 ტურის შემდეგ "რუბინი" 24 ქულით მე-9 ადგილზეა და ზედიზედ სამი რთული გასვლითი მატჩი ელის - "ლოკომოტივთან", "ტამბოვთან" და "სპარტაკთან".

ხვიჩა 5 დეკემბერს თავის ყოფილ გუნდთან მატჩისათვის მზადაა, მაგრამ ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა 90 წუთი თამაშს.

"ლოკომოტივისა" და "რუბინის" შეხვედრა თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება. ცნობისათვის, მოსკოვში ტემპერატურა -5 გრადუსია.

ასევე დაგაინტერესებთ