ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კაჭარავამ მძიმე ტრავმა მიიღო, ჩაკვეტაძე უმწვრთნელოდ დარჩა

AutoSharing Option
3 დეკემბერს ევროპა ლიგის მეხუთე ტურის მატჩები ჩატარდა. ლუკა ლოჩოშვილისა და მისი "ვოლფსბერგერის" ცსკა-სთან გამარჯვებაზე უკვე მოგახსენეთ. რაც შეეხება ტურნირზე სხვა ქართველებისა და "ქართული გუნდების" ამბებს:

ნიკა კაჭარავას "ლეხი" ლისაბონში 0:4 დამარცხდა "ბენფიკასთან" და ჯგუფში ჩარჩა. ნიკა სასტარტოში იყო, 42-ე წუთზე კოჭ-წვივის სერიოზული ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ნიკა ნინუას პაოკ-ს კვიპროსში 2:1 მოუგო "ომონიამ" და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. ჩვენებური სათადარიგო იყო.

ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა ჩეხურ "სლოვანთან". ბელგიურმა გუნდმა ტურნირზე ხუთივე მატჩი
წააგო, ჩემპიონატზე მე-12 ადგილზეა და უკანასკნელ ოთხ თვეში მესამე მწვრთნელი მოხსნეს - იეს ტორუპს და ლასლო ბოლონის შემდეგ ვიმ დე დეკერიც დაითხოვეს სამუშაოდან.

ასევე დაგაინტერესებთ