"იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან გაფართოვებულ სიაშიც ვერ მოვხვდი და ნაკრებში თამაში ჩემი ოცნებაა" - ლოჩოშვილმა ვაისის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის "ვოლფსბერგერი" სტუმრად ცსკა-ს დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.

მატჩი 22 წლის ლოჩოშვილმა შეუცვლელად ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ, გიორგბელიძე კი სათადარიგო გახლდათ.

"დინამოს" ყოფილი მცველი ავსტრიულ გუნდში სულ რამდენიმე თვეა რაც გადავიდა და გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა.

ის უკვე კლუბის ერთ-ერთი ლიდერია და ავსტრიულ პრესა ლოჩოშვილს ყოველთვის დადებითად მოიხსენიებს.

Sportall.ge ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა და საუბარი გუშინდელი მატჩის შეფასებით დაიწყო.

"გახარებული ვარ, რომ ასეთი კარგი შეფასება დავიმსახურე. ასევე ძალიან სასიამოვნოა,
რომ გუნდმა გაიმარჯვა და ერთი ნაბიჯი აშორებს ჯგუფიდან გასვლას. იმედია, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

ადაპტაციის ასე სწრაფად გავლა პირველ რიგში დიდი ნდობის დამსახურებაა, რომელიც ვიგრძენი. თავდაპირველად ჩემს მიმართ ძალიან დიდი კრიტიკა წამოვიდა, რაც დამატებითი მოტივაციის საფუძველი გახდა.

მოტივაცია მქონდა, რომ დამემტკიცებინა ისინი ცდებოდნენ, რაც გამომივიდა".

ლოჩოშვილს ჩვენ ვკითხეთ, ასეთი კარგი თამაშის ფონზე გაჩნდა თუ არა დაინტერესება უფრო სახელოვანი გუნდების მხრიდან.

"ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. ახალგაზრდა ვარ და ჩემს თავზე ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო. მჯერა, რომ ბევრს მივაღწევ და ამისთვის თავს არ დავზოგავ.

ჩემი მიზანიც სწორედ ესაა, რომ ჯერ ამ ეტაპზე გამოვიჩინო თავი და შემდეგ წავიდე წამყვან ჩემპიონატებში, რაც სავსებით რეალურად მიმაჩნია.

ბოლოსკენ, ლოჩოშვილს ეროვნულ ნაკრებზეც დავეკითხეთ... როგორც იცით, მას ვლადიმერ ვაისი არ იძახებდა და კითხვაც სწორედ სლოვაკი სპეციალისტის გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

"რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან გაფართოებულ სიაშიც კი ვერ მოვხვდი, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტი იყო.

ძალიან გამიკვირდა, რადგან იმ დროისთვის სათამაშო პრაქტიკაც მქონდა და კარგ ფორმაშიც ვიყავი. იმედს ვიტოვებ, ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება მომეცემა.

ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და ჩემი ოცნება სწორედ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა. ძალიან კარგი თაობა მოდის, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია... ორივეს ბავშვობიდან ვიცნობ და ვიცი მათი შესაძლებლობები.

მათ შანსი მიეცათ და დღეს ისინი ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და იმედი მაქვს, ჩემი ოცნება მალე ახდება", - გვითხრა ლოჩოშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
უკვე ამაზრზენია 2 თამაშს ითამაშებენ და ნაკრები უნდათ. ეს არიყო ტირანასთან მესამეკლასელივით რომ ითამაშა? ან ფიზიკურ კონდიციას შეხედოს საკუთარი თავის, ამხელა ჯანიანი ბიჭია და ივარჯიშოს ცოტა ფიტნესსზეც არ აწყენს
giggs
05 დეკემბერი 2020 16:23
0
ყოველ მეორე ტამასჰე ციტელ ბარატებს რო კრიფადი ეს არიყო
ბაჯო
05 დეკემბერი 2020 12:36
0
ანუ რამ გაგაბორატად ეს ხალხი ბიჭმა გაფართოებულ შემადგენლობაზე თქვა თამაში არავის არ უხსენებია ყველაფერი სხვანაირად რო გესმით და ლიჟბი ნეგატიური დაწეროთ ერთი თამაშით არაფერი არ წყდება ნუ გადააყოლეთ ტირანას თამაში წარმატებები ამ ბიჭს
Dato55
05 დეკემბერი 2020 12:35
0
ამბიცია ძალიან კარგი თვისებაა სპორტსმენისთვის, მაგრამ საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენა დამღუპველია. ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელს უნდა უნდოდეს, მაგრამ ასეთი ტონით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. რეალში ან ბარსელონაში თამაშობს და რამე არასწორად გვახსოვს? სანამ წავიდოდა დინამოდან ორი თვით ადრე რა გააკეთა თამაშში ეგ მაინც არ გვენახა. ბევრი სულელური მოქმედება გვინახავს ქართველი მცველებიდან, მაგრამ ეგეთი მართლა არ მახსენდება. ეს არ ნიშნავს, რომ არ შეუძლია გამოსწორება და როგორც ჩანს პროგრესის გზაზეც არის, ძალიან კარგია. მაგრამ აი მე ვარ და ჩემი ნაბადი... ეს ლოგიკა დამღუპველია.
გუგა
05 დეკემბერი 2020 11:27
0
ასეთ ელემენტებს საერთოდ უნდა აუკრძალო ნაკრები,რა დამსახურებუს გამო უნდა მოხვდეს ნაკრებში? ფეხბურთელია? თუ ფეხბურთელია როდიდან გახდა ფეხბურთელი?
ჯაკო
05 დეკემბერი 2020 10:19
3
აი ასეთი კომენტების მერე კიდე იტყვით უცხოეთში რატო მიდიან და იქ რატო რჩებიანო, ვიღაცეებს მოქალაქეობის მიღებას თავაზობთ, და რატო რო მსგავსი შეფასება,სულ რო ეგრე იყოს, აზალგაზრდა კაცს არ უნდა გაუკეთო. ჯერ ადამიანობა და მერე თქვენი ვაი-გულშემატკივრობა. თუ ვინმე ახალგაზრდა წაიკითხავს, გეუბნებით დროზე წადით, მოშორდით ამ ბოროტ და დაწყევლილ ბრბოს.
vaxo
05 დეკემბერი 2020 08:01
4
და რა შესძინა ისეთი ქვეყანას რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებდეს ? საქართველოს საკლუბო ფეხბურთისთვის არაფერი ღირებული არ გაუკეთებია და სადღაც ავსტრიაში ბურთი გაუგორებია და 10 ათასობით ევროები ჰქონია ხელფასი მაგის გამო უნდა თამაშობდეს ნაკრებში ? კარგად გვახსოვს ალბანელებმა რაც დამართეს ლოჩოშვილს თანაც საკუთარ მოედანზე და რა გარანტია გვაქვს რომ იგივე მასტერკლასს არ ჩაუტარებს სხვა გუნდები ? ამ ქვეყანაში როგორ ყველას პრეზიდენტობა და ნაკრებში მოხვედრის პრეტენზიები აქვთ ! ჩვენი საშველი არასდროს იქნება,აბსოლუტურად ყველა დარგში უკვე ფიასკოს განვიცდით და დროა იმაზე მინიმუმ მაინც დავფიქრდეთ, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ ისე არ უნდა კეთდებოდეს, აი როცა ჟურნალისტი ხარ, რატო უნდა დაგებადოს იდეაშიც კი ნაკრებზე კითხვა, ისეთ ფეხბურთელთან რომელიც არ იმსახურებს ჯერჯერობით გამოძახებასაც კი.იმედია არ დაბლოკავთ
ქომაგი
05 დეკემბერი 2020 03:01
6
აუფფფ, რა ხალხი აცხადებს ნაკრებზე პრეტენზიას პროსტა სირცხვილია, ლოჩოშვილის ნათამაშევი ფეხბურთი არ გაიშვა. ისედაც რა დღეში ვართ და ეს ხო აგვაშენებს.
Kashia
05 დეკემბერი 2020 02:50
1
Ჯერ ადრეა და ბევრი აქვს დასამტკიცებელი. Ისეთი ცენტრალური მცველები არიან ნაკრებში, რომ ჩემი აზრით მისი ადგილი მაქსიმუმ გაფართოებულ სიაშია და რა 11-ეულში.წარმატებები!!!
Რატი
05 დეკემბერი 2020 01:47
2
გურამ კაშიას კი აჯობებს ნაღდად.
ისე ძაან ბევრ შეცდომას უშვებს ლოჩოშვილი მაგრამ კაშიასავით დროში და სივრცეში დაბნეული არაა.
გენა
05 დეკემბერი 2020 04:25
6
ამას ფეხბურთელი გონია მართლა თავი..ყველაზე დიდი შეცდომა იქნება ამ გაურკვეველი სუბიექტის ნაკრებდი გამოძახება,,წავიდეს და გლდანის გლდანში ითამაშოს
ჯიჯი
05 დეკემბერი 2020 00:14
42

სიახლეები პოპულარული