ვაკო ყაზაიშვილმა "სან ხოსე" დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 27 წლის შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა "სან ხოსე" დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია თავისი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა:

"მადლობა ყველაფრისთვის. ძალიან მომენატრებით. მომავალ სეზონში წარმატებებს გისურვებთ".

ყაზაიშვილი ამერიკულ კლუბში 2017 წელს გადავიდა და მის რიგებში 93 მატჩში 26 გოლი გაიტანა, უკანასკნელ სეზონში მისი გუნდი მერვედფინალში ვერ გავიდა, მწვრთნელი მატიას ალმეიდა კი მასა და გურამ კაშიას ხშირად არ ათამაშებდა.

ჯერ უცნობია სად გააგრძელებს ვაკო კარიერას და დარჩება თუ არა "სან ხოსეში" კაშია. სავარაუდოდ, კაშიასაც გუნდის გამოცვლა მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
კარგია სან ხოსედან რო წამოვიდა,ევროპის რომელიმე საშუალო დონის კლუბში უნდა გადავიდეს ეს იქნება ყველაზე კარგი მისთვის და ნაკრებისთვის,ფორმა უნდა აკრიფოს, ყაზაიშვილი ნაკრების ერთერთი ლიდერია მას გაცილებით მაღალ დონეზე შეუძლია თამაში ვიდრე ამერიკაა.
ziko
05 დეკემბერი 2020 19:18
1
ძალიან კარგი, რაც სანხოსეში გადავიდა ნაკრებში ნორმალურად არ უთამაშია.
დაT
05 დეკემბერი 2020 14:51
1
ამატ ამერიკული პასპორტი ჰირდებოდატ და მალე მიიგებენ ალბატ და მორჰა ფეხბურტი.იცხოვრებენ ლაგად ლაგ ქვეყანასჰი,გმერტმა გაუმარჯოტ
ბაჯო
05 დეკემბერი 2020 12:46
4
არ მწყენია,მისი და კაშიას წამოსვლა.თუ ნამდვილი თამაში უნდათ,ამერიკა მაგის ადგილი არ არის,წამოვიდნენ ევროპაში.თუ კაშია მაინც,თავის დანებებას აპირებს,წამოვიდეს საქართველოში და ერთი ორი სეზონი,აქ ითამაშოს.მოთამაშე მწვრთნელივით იქნება და ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს ახალგაზრდობას.თუ მხოლოდ ფულზე ფიქრობენ და ისევ ამერიკაში დარჩებიან,მაშინ გზა ხსნილი აქვთ,მაგრამ ნაკრებს,ალბათ ვეღარ გამოადგებიან.იმედი მაქვს,კიდევ შეუძლიათ ნამდვილი ფეხბურთის თამაში და ამისი სურვილიც აქვთ.უამრავი კრიტიკის(ხშირად სამართლიანი) მიუხედავად,მათ ნამდვილად აქვთ რესურსი,კიდევ ითამაშონ საკმაოდ მაღალ დონეზე.
სოსო
05 დეკემბერი 2020 12:32
7
აბა?! რამდენი არამკითხე მოამბე და მოცლილია საქართველოში!!!
m.m-ს
05 დეკემბერი 2020 15:59
2
როგორ უცბად დაულაგე ეს არეული კარიერა ორივეს... მე მრჩევლად აგიყვანდი მაგათ ადგილზე.
m.m
05 დეკემბერი 2020 14:02
4
ვაის, თან წაიღე ორივე.
ჯოყოლა
05 დეკემბერი 2020 08:53
7
ეჰ ვაისი კი უშველის თავს და არც კაშია, ყაზაიშვილი მოკვდება მშიერი, შენ ის თქვი ქართულ ფეხბურთს რა ესველება.
hhh
05 დეკემბერი 2020 12:29
2
კაშიაც გაუშვეს გუნდიდან. არის ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ.
ქ. გ.
05 დეკემბერი 2020 08:09
0
როგორცკი 2კაპიკი იშოვა მიატოვა ვარჯიში და 2წლიანი რეგრესის ბუნებრივი შედეგია ეს, ვაკო შარშანწინ და წელს ნაკრებშიც ორი სხვადასხვა კაცი იყო. პრობლემა ქართულ ფსიქოლოგიაშია.
გიგა
05 დეკემბერი 2020 02:56
3
დიდი ალბათობით ოსტინში გადავლენ
მიხაელ
05 დეკემბერი 2020 02:18
3
იქნებ ჩამოვიდეს და ფოთის ჭაბონამაში და დაეხმაროს გუნდს,,გამოგვადგება
ლაფო
05 დეკემბერი 2020 00:16
8
ჭაბონამა რას ნიშნავს?
ბაჩი
05 დეკემბერი 2020 22:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული