"სან ხოსეს" გურამ კაშიაც დაემშვიდობა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 34 წლის მცველი გურამ კაშია "სან ხოსეს" დაემშვიდობა და ამის თაობაზე ინფორმაცია "ინსტაგრამზე" გაავრცელა:

"ბევრი მშვენიერი მოგონება მაკავშირებს და მინდა თბილი მიღებისათვის მადლობა გადაგიხადოთ. ეს საოცარი მოგზაურობა იყო და ბევრ კარგ ადამიანს შევხვდი. მომენტარებით და მომავალში წარმატებებს გისურვებთ".

კაშია ამერიკულ გუნდში 2018 წელს "ვიტესიდან" გადავიდა და მისი ღირსება 41 მატჩში დაიცვა. "სან ხოსე" აგრეთვე ვაკო ყაზაიშვილმა დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
დინამოში რა უნდა? დაიჭიროს ეხლა ის დროშა იაროს
ბაბუაწვერა
06 დეკემბერი 2020 09:37
1
დინამოში კარიერის დასრულება ღირსრული საქციელი იქნებიდა. იმედია დედაქალაქელი „გულშემატკივარიც„ იკადრებს და მიბრძანდება სტადიონზე ეროვნული ლიგის თამაშებისთვის მუხტის მისაცემად!
dato
05 დეკემბერი 2020 22:09
0
დინამოში უნდა დაბრუნდეს, ეროვნული ჩემპიონატისთვისაც კარგი იქნება და დინამოსთვისაც.იმავეს თუ კანკავა და ანანიძე გააკეთებენ კარგი იქნება.ანანიძეს ახლა ყველაზე მეტად თამაშები ჭირდება,რადგან ანაიძე ის ფეხბურთელია რომელიც არც ისე დიდ ასაკშია და ნაკრებსაც ძალიან ჭირდება ის.ქართული კლუბები უნდა გააქტიურდენ მათი დამატებისთვის.
ziko
05 დეკემბერი 2020 19:25
1
ვაკო,კაშია,ელგუჯა ლობჯანიძე,კანკავა და კვეკვესქირი თავისუფალი აგენტები არიან,ახლა მოხდება გადანაწილება ანორთოსისსა და როტორს შორის,შესაძლოა რომელიმე მათგანმა რუბინშიც ამოყის თავი
ბაჩი
05 დეკემბერი 2020 15:44
6
და რუბინს რა დონე აქვს ასეთი?
ბაჩო
05 დეკემბერი 2020 21:57
2
თქვენს მიერ ჩამოთვლილთაგან სამწუხაროდ რუბინის დონეს ვერავინ დააკმაყოფილებს, ჯაბა ასაკის გამო და დანარჩენები კლასის გამო
llcl
05 დეკემბერი 2020 16:46
1
უნდა დაბრუნდეს ეროვნულ ლიგაში, მისგან ბევრს ისწავლის ახალგაზრდა თაობა.
anti
05 დეკემბერი 2020 10:26
4
კაშია უკვე იმ ასაკშია, რომ დროა ეროვნულ ლიგას დაუბრუნდეს და 2-3 წელი ქართულ გუნდში ითამაშოს.

კაშია, ყაზაიშვილი, ჯანო, მჭედლიძე - სერიოზულად შეიძლება ქართული გუნდების გაძლიერება საევროპოდ.
რომელუ
05 დეკემბერი 2020 09:42
2
ჯანო და მჭედლო სამწუხაროთ გუნდის ლაზარეთს თუ გაალიერებენ არ ვიცი და მოედანზე ვერ გამოდიან და გუნდს, როგორ გააძლიერებენ.?
hhh
05 დეკემბერი 2020 19:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული